• რეკლამა
  • კონტაქტი
04:09, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უნდა ვიბრძოლოთ იმ თანამოქალაქეების ნაცვლადაც, რომელთაც თვალები აქვთ ახვეული” – კალაძე

ალია ავტორი - ალია
20:13 10-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
419

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე თბილისში

მოგესალმებით ჩემო თანამებრძოლებო!

მოგესალმებით ჩემო გულანთებულო ქართველებო!

მივესალმები სრულიად საქართველოს!

განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმები ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს, ჩვენს თბილისს!

მივესალმები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს!

მივესალმები ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს! დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე მოვახერხებთ ურთიერთპატიებას, ნდობის დაბრუნებას და თანაცხოვრებას.

გაუმარჯოს ერთიან, მთლიან, დამოუკიდებელ საქართველოს!

ბედნიერი ვარ ჩვენი ერთობით. უამრავი ადამიანი შეიკრიბა დღეს აქ ერთი მიზეზით – მთელ მსოფლიოს გააგონოს, რომ სამშობლოს, რწმენას, თავისუფლებას საქართველოს მოსახლეობა არ დათმობს არასოდეს!

მეგობრებო, ამ ქალაქს სამშობლოს ერთგულება არასდროს შეშლია, ყოველთვის იდგა იქ, სადაც  წყდებოდა ქვეყნის და დედა ეკლესიის ბედი. სამშობლო და სარწმუნოება განუყოფელია ქართველი კაცისთვის.

თქვენ ხართ საქართველო და თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც ამ ძნელბედობის ჟამს, კიდევ ერთხელ უნდა გაიყვანოთ სამშობლო სამშვიდობოს!

გიყურებთ და მახსენდება ის დრო, როდესაც 12 წლის წინ,  იმედით აღსავსეები შევიკრიბეთ ზუსტად ამ ადგილას და ერთმანეთს ვუთხარით, რომ აუცილებლად დავასრულებდით სისხლიან რეჟიმს, უსამართლობას და ბოროტებას, რომელიც მაშინ სუფევდა ჩვენს ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ჩვენ ეს შევძელით და რაც მთავარია, შევძელით უსისხლოდ და მშვიდობიანად.

მას მერე ქვეყანაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა, გათავისუფლდა მედია, გათავისუფლდა  ბიზნესი, აღარავინ აწამებს და ძალადობს ჩვენს მოქალაქეებზე სახელმწიფოს სახელით. შედეგად, დღეს ჩვენ გვაქვს მშვიდობა, თავისუფლება, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა და სახელმწიფო, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს კი არ ჩაგრავს და შეურაცხყოფას აყენებს, არამედ ზრუნავს და მხარს უჭერს მათ!

ჩვენ, ყველამ ერთად, ამ 12 წლის მანძილზე დიდი გზა გავიარეთ, უამრავი რეფორმა გავატარეთ და დღეს ნამდვილი დემოკრატიული ქვეყანა გვაქვს, რომელიც ყველა ობიექტური პარამეტრით იმსახურებს ევროპულ მომავალს.

ვისაც ამის დანახვა სურს, რა თქმა უნდა, თავისუფლად შეუძლია დაინახოს. ჩვენ გვინდა ევროპა, ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, მაგრამ არა ისე, როგორც ამას გარედან მოგვიწოდებენ. ჩვენ არ ვიქნებით ვინმეს ვასალი,  ვერ ვიქნებით გარედან ქვეყნის წინააღმდეგ ბრძანებების შემსრულებლები, საქართველოს ინტერესები არ დაითმობა, არ დაითმობა ქვეყნის სუვერენიტეტი, არ დაითმობა ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რომელიც მოვიპოვეთ სისხლით, რომელიც მოიპოვა ჩემმა, შენმა, ჩვენმა წინაპრებმა, თუმცა მზად ვართ, ვიყოთ ღირსეული პარტნიორები და მეგობრები.

ევროპა და ევროპელობა ჩვენთვის ღირებულებებია, რომელიც ქრისტიანულ საწყისებზეა დაფუძნებული. ის ღირებულებებია, რაც საერთოა ჩვენთვის – თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა. აი, ასეთი ევროპული მომავლისკენ ვისწრაფით ჩვენი ფასეულობებით, ჩვენი უნიკალურობით, ჩვენი რწმენითა და იდენტობით. შესაბამისად, ჩვენ საკუთარი ტრადიციებით, საკუთარი კულტურით, წელში გამართულები გავაღებთ ევროკავშრის კარს, გავამდიდრებთ მას ჩვენი მრავალფეროვნებით.
საქართველო იქნება ყველასთვის სასურველი პარტნიორი და არა ხელგაწვდილი, მოწყალების  მთხოვნელი და ცალ ფეხზე მდგომი.

ასეთ საქართველოზე ვოცნებობდით ყველა და ასეთ საქართველოს ვაშენებთ, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხთან ერთად. რამდენსაც არ უნდა ეცადონ ჩვენი გარე თუ შიდა მტრები, სამიათასწლიანი ისტორიის მქონე ხალხს ამ გზიდან ვერ გადაგვახვევინებენ!საქართველო უპირველეს ყოვლისა! ჩვენი სამშობლო უპირველეს ყოვლისა!  ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება  ჩვენი სამშობლოს მიმართ!

მეგობრებო, მინდა გავიხსენო 2012 წელს რა გადამწყვეტი როლი იქონია თბილისმა ქვეყნის ცხოვრებაში. ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებულმა ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ძალადობას, სისასტიკეს, სიცრუეს და სიყალბეს, რომელსაც ე.წ. საქართველოს მეგობრები „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდნენ და დღესაც ასე ზეწოლით, შანტაჟით ცდილობენ მათ დაბრუნებას ხელისუფლებაში. პირდაპირ ერევიან არჩევნებში და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. გარე ძალები ვერ ეგუებიან, რომ საქართველომ უკრაინის ბედი არ გაიზიარა, არ შეუერთდა სანქციებს.

გვიმტკიცებენ, რომ თეთრი შავია, რომ გამჭვირვალობა ანტიდემოკრატიულია, ხოლო ლგბტ  პროპაგანდა ჰუმანიზმის და ლიბერალიზმის გამოვლინება. გვეუბნებიან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებად წოდებულ რადიკალებს უფლება აქვთ, მიიღონ თანხები, გამოიყენონ ეს ყველაფერი ხალხის დაპირისპირებისთვის, რევოლუციების მოწყობაში, ექსტრემიზმის დაფინანსებაში და ჩვენ თურმე, ქართველმა ხალხმა ამის შესახებ არაფერი უნდა ვიცოდეთ.

მინდა მივმართო აქაურ წვრილფეხა რადიკალებს და მათ წამქეზებლებს, რომ ასე ვერ გაგრძელდება, ეს არ მოხდება. უსამშობლო, გამყიდველი ადამიანები ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, საქართველო არ დაბრუნდება წარსულში. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ გამარჯვებით, წინ, ევროპისკენ!

მათმა მმართველობამ საქართველოს უამრავი უბედურება მოუტანა, რასაც არ დაივიწყებს ქართველი ხალხი და არ დაუშვებს, ისევ გახვიონ ქვეყანა ომის ქარცეცხლში, გარე ძალების ინტერესების გამო.

თუ სამშობლო არ გიყვარს, როგორ შეიძლება გიყვარდეს და პატივს სცემდე სხვა ქვეყანას? უსამშობლო ადამიანი მტერზე უფრო საშიშია, რადგან ყველანაირ სიბინძურეს აწერს ხელს.
ჩვენ ვერ დავუთმობთ სამშობლოს უსამშობლო ადამიანებს საჯიჯგნად!

მეგობრებო, დღეს, ჩვენ ორმაგი პასუხისმგებლობა გვაკისრია, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი  ქვეყნის, ჩვენი შვილების და ჩვენი იმ თანამოქალაქეების ნაცვლადაც, რომელთაც თვალები აქვთ ახვეული და რეალობის დანახვა ვერ, ან არ შეუძლიათ. ამიტომ, 26 ოქტომბერს, ისე დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რომ ყველამ ხელი აიღოს ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებულ ავ ზრახვებზე. ამისთვის საჭიროა ქუდზე კაცი გამოვიდეთ არჩევნებზე და დავიცვათ საკუთარი ხმა, რომელიც საქართველოს მიიყვანს გამარჯვებასთან.დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის და ეროვნული იდენტობის, ეროვნული ინტერესების დასაცავად. დღეს ჩვენი ბრძოლა წყდება არჩევნებზე, დავდგეთ ერთად და ბოლომდე გავიტანოთ ჩვენი  გასატანი, ჩვენი სამშობლოს გასატანი. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით შევქმნით ევროპულ მომავალს.26 ჩვენი რიცხვია, ოქტომბერი ჩვენი თვეა. გაუმარჯოს გამარჯვებულ „ქართულ ოცნებას“, გაუმარჯოს საქართველოს! ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი.

(R)

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved