• რეკლამა
  • კონტაქტი
20:22, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უნდა შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:48 11-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
979

აქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც საპროტესტო აქციებსა და ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა.

მივესალმები გაძარცვულ საქართველოს, საქართველო მთლიანად გაიძარცვა. არ არსებობს იმაზე ძვირფასი უფლება, ვიდრე ხმის მიცემის უფლება, არჩევანის თავისუფლება. ხალხი დილით ადრე ადგა, წავიდა რეგიონში ხმის მისაცემად. ვიხილე ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, რათა ხმა მიეცათ. საღამოს გამოუცხადეს, რომ (არჩევნები) მოპარულია, დატოვეს ცარიელ-ტარიელი. ეს არის სიტუაცია, რომელიც მივიღეთ. საქართველო არის მთლიანად გაძარცვული, მაფიოზური კლანის ხელშია. მაფიოზური კლანი მასამართლებს მე, ქართული სახელმწიფოს შემქმნელს. ამაზე უფრო დიდი უსამართლობაა დღევანდელი საქმე, რომელიც ეხება ქვეყანაში უკანონოდ დაბრუნებას, ეს ყველა საზღვარს ცდება.

ვფიქრობ, ისტორიული პასუხისმგებლობა აქვს ყველას, ვისაც შეეძლო ჩემი უსამართლო პატიმრობის დასრულება და ეს არ გააკეთა. სიტუაცია მარტივია, ქვეყანა წაგვართვეს. ახლა აღარ არის დრო პარტიული უთანხმოებების, ჩვენ გავაგრძელებთ წინააღმდეგობას, ან შევწყვეტთ და საქართველო, როგორც ქვეყანა არსებობას შეწყვეტს.

ხვალ არის „ვარდების რევოლუციის“ 21-ე წლისთავი. „ვარდების რევოლუციის“ დროსაც ასე მოიპარეს არჩევნები. ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ არჩევნებს მოიპარავდნენ და მოვემზადეთ. ჩვენსა და ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს გადარჩენას შორის არის 4000 „რობოკოპი“ და სპეცრაზმი. ხალხო, გავიაზროთ, ჩვენსა და ჩვენს მომავალს შორის არის 4000 „რობოკოპი“. ჩვენ ხომ ბევრად მეტნი ვართ, ამიტომ უნდა შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში. „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“… მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! რომელი კონსტიტუციის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს? რომელ მთავრობაზე საუბრობთ? ეს მთავრობა კი არ არის, თვითმარქვია, თვითგამოცხადებული მთავრობაა. სამართალდამცველები კი არა, ვითომ სამართალდამცველები არიან, სამართალდამრღვევები. ამიტომ მოვეშვათ ენის მოჩლექას, საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა. კაცი, რომელმაც ეს ამბავი ჩაიდინა და ხმები წაგართვათ, ყველაფრის მკადრებელია, თითოეული თქვენგანის სიცოცხლე საფრთხეშია“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved