• რეკლამა
  • კონტაქტი
21:30, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უნდა მაპატიოთ, თუ მეშლება…” – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
22:43 02-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,253

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:

“ჩემი გამოხმაურება ე.წ. “აგენტების” კანონზე.

✔ კანონს მიიღებენ. ასეთი უსაფუძვლო იმედი და დაუჯერებლობა იმის, რომ ივანიშვილი შეგნებულად აკეთებს ყველაფერს, რომ სტატუსი ვერ მივიღოთ, უკვე ცოტა არ იყოს გულუბრყვილობიდან არაგონივრულობაში გადადის. ის არც საკუთარ ფულზე ვაჭრობს, არც პოლიტპატიმრებით, არც სხვა რამით. მას სჭირდება ის, რასაც დასავლეთისგან ვერ მიიღებ, რასაც დასავლეთთან დაახლოება გამორიცხავს – ხელისუფლების უზურპაცია, სანამ ცოცხალია. ამაზე გარანტიებს მარტო რუსეთი გასცემს. ეს მხოლოდ რუსეთისთვისაა მისაღები.

✔ კარგად რომ მოვისმინოთ მამუკა მდინარაძის დღევანდელი განცხადება:

– “ნედ პრაისი არ შეიძლება იტყუებოდეს? ნუ გაქვთ დასავლეთი რწმენის საკითხში აყვანილი”. ესაა “ოცნების” ახალი იდეოლოგია – სუვერენისტული პოპულიზმი. ბრიუსელით და ვაშინგტონით გვიცვლიან სსრკ-ს დროინდელ მოსკოვს. დასავლეთს აღარ აქვს უფლება დემოკრატიას გვასწავლიდეს, თვითონ არ იცის დემოკრატია. აგენტოკრატია არის დასავლეთის მმართველობა საქართველოში, თუ არა და აგერ ნახავთ, რამდენი აგენტი ჰყავს საქართველოში – ესაა ამ მოკლე სისულელის რეალური შინაარსი. ეს იქნება მთავარი საარჩევნო ხაზი.

– “კანონს ვაგზავნით” ვენეციის კომისიაში და გავითვალისწინებთ მის დასკვნას, თუ, რა თქმა უნდა, თეთრზე შავი არ თქვეს, როგორც ახლახან 500-მა ევროპარლამენტმა”. აი, აქ არის ვენეციის კომისიაში კანონის გაგზავნის თავი დამარხული. “ოცნებამ” შეუძლებელია არ იცოდეს ამაზე დასკვნა რა იქნება – ვენეციის კომისიას უკვე აქვს ამგვარ კანონზე მკვეთრად უარყოფითი დასკვნები გაცემული. გაგზავნის მიზეზიც ესაა – მოვა უარყოფითი დასკვნა, რაზეც იტყვიან შავზე თეთრიაო, კანონს მიიღებენ და იტყვიან, აი, ევროპა როგორ იცავს თავის აგენტებს და ვენეციის კომისიაც აღარაა ჩვენთვის სანდოო. აღმავალი ხაზით ეს მივა ვენეციის კომისიის ქოლგა ორგანიზაციამდე – ევროსაბჭომდე. და ბოლოს სტრასბურგის სასამართლომდე, რომელიც ამ კანონზეც და ბევრ სხვა საკითხზე, დარწმუნებული ვარ, მძიმე გადაწყვეტილებებს გამოიტანს. ამისგან თავის დასაზღვევად, “ოცნება” რუსული Playbook-ის შემდეგ ნაბიჯს გადადგამს – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების რევიზიის უფლებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიანიჭებს, იქნება ცვლილებები სასკოლო კურიკულუმებში და სახელმძღვანელოებში, თუ უკვე არ არის. ამასაც უნდა დააკვირდეს ვინმე – ისტორიის გადაწერა სავალდებულოა რუსული Playbook-ის თანახმად.

✔ აქცენტი, რომ ამ კანონის მიღებით მარტო დემოკრატია კი არ დაზარალდება, არამედ სოციალურად დაუცველი, მოწყვლადი ფენები და ასევე ეკონომიკის მთელი რიგი დარგები, ასევე ივანიშვილის არცოდნაა. ამოცანაც ზუსტად ამაშია – ხალხი უნდა გაღარიბდეს (თუ კი დარჩა ვინმე, ვინც ღარიბი არაა) და ესეც დასავლეთს და მათ აგენტებს დაბრალდეს – “დასავლეთი გვჩაგრავს” – ესაა ივანიშვილის მთავარი სლოგანი, ამაზეა აგებული პროპაგანდა, ამაზე აიგება საარჩევნო აგიტაცია. ცხადია, ამ ვითარებაში, კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ – თეორიულად შეუძლებელია კანდიდატის სტატუსი იმან მიიღოს, ვინც ევროპის კავშირის კონვენციის მე-7 მუხლს არღვევს. ასეთებს ევროკავშირიდან რიცხავენ (უნგრეთზე აპირებდნენ პროცედურების დაწყებას), არათუ კანდიდატობას ან წევრობას ანიჭებენ. ეს უარიც კი მთავარი იარაღია ივანიშვილის ანტიდასავლური პოპულიზმისთვის და მას ეს უარი სასიცოცხლოდ სჭირდება. ამის მისაღწევად ის ყველაფერს იზამს და ფუჭია მისი დამუნათება, ფუჭი და არაგონივრული. დასავლეთის შანტაჟი ევროკავშირისგან დაშორებით ტაქტიკური სვლა კი არ არის, დასავლეთისგან დაშორება სტრატეგიული მიზანია. ამიტომაც ტაქტიკებს კი არ უნდა ვებრძოდეთ, სტრატეგიის მატარებელი და განმსაზღვრელი უნდა მოვიშოროთ.

არ ვიცი, გარეთ როგორ შეიგრძნობა ეს ყველაფერი. ციხიდან ასე ჩანს. თუმცა, ციხეში კონტექსტი რთული აღსაქმელია და უნდა მაპატიოთ, თუ მეშლება 🙂

თქვენი ნიკა, 212-ე საკნიდან”

თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved