• რეკლამა
  • კონტაქტი
00:33, პარასკევი, 31 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რომ „ქართული ოცნების“ ბოროტმოქმედი რეჟიმი დაზარალდეს, დაბეჩავდეს და დამარცხდეს“ – გრიგოლ გეგელია

ალია ავტორი - ალია
14:16 08-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
206

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი გრიგოლ გეგელია საგანგებო ბრიფინგზე აცხადებს:

,,კიდევ ერთი კრიტიკული დასკვნა „ქართული ოცნების“ ანტიეროვნულ და ანტიევროპულ პოლიტიკაზე – მას მერე რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51-მა დეპუტატმა, ევროსაბჭოს მმართველ ორგანოს, მინისტრთა კომიტეტს, საქართველოს წევრობის საკითხის პოტენციური გადახედვისკენ მოუწოდა, იმ შემთხვევაში თუ არ შეიცვლება არსებული ავტორიტარული კურსი, დღეს ვხედავთ, რომ ევროსაბჭოს სამართლის ექსპერტთა საბჭოს მნიშვნელოვანი დასკვნა ღიად ამბობს, რომ ე.წ. „აგენტების კანონი“ არ შეესაბამება ევროპულ სულისკვეთებას და წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ არაერთ უფლებასთან. დასკვნა ღიად ამბობს, რომ არ არის ცხადი და მეტიც, გაუგებარია ამ კანონის საჭიროება და მიზნობრიობა. დასკვნა აგრეთვე ამბობს, რომ კანონის აღსრულება გაუმართლებელ ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და შეუსაბამო იქნება ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ აღებულ ისტორიულ, სამართლებრივ და მორალურ ვალდებულებებთან. ამავე დროს, ვხედავთ, რომ ახლოვდება 31 აგვისტო და ვხედავთ იმასაც, რომ ანტიქართული „ოცნების“ რეჟიმი არაფერს აკეთებს ევროპული კომისიის დასკვნის შესასრულებლად, რაც უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისთვისაა აუცილებელი. ვხედავთ იმას, რომ „ქართული ოცნება“ აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველომ დაკარგოს ევროსაბჭოს წევრობა. ამავე დროს, ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ და მილიონობით ქართველმა დაკარგოს უვიზოდ მიმოსვლის უნიკალური კომფორტი და პრივილეგია. ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს არ ჰქონდეს გამართული ინსტიტუტები, რეალური მშვიდობა და ნამდვილი კეთილდღეობა. ეს არის ყველაზე ნათელი დასტური იმის, თუ რატომ უნდა გამოვიდეს ქართველი ხალხი და გამოიყენოს ყველა შესაძლო ინსტრუმენტი, რაც არის ჩვენს ხელთ, იქნება ეს მოახლოებული არჩევნები, პროტესტი თუ ჩვენი ხმის საერთაშორისო ასპარეზზე გატანა იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ ბოროტმოქმედი რეჟიმი დაზარალდეს, დაბეჩავდეს და დამარცხდეს უკლებლივ ყველა შესაძლო ფრონტზე. ამისთვის ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ ვაგრძელებთ ბრძოლას, ვართ შესული ძალიან აქტიურ კამპანიაში, იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქები, ჩვენი სახელმწიფო. მინდა ყველა გულანთებულ ქართველს, პატრიოტს, მოქალაქეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ძლიერი ქართული სახელმწიფო და პროევროპული კურსის შენარჩუნება, მოვუწოდო აქტიურობისკენ, ბრძოლისკენ და რასაკვირველია, პროტესტისკენ, იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ქართული სახელმწიფო, დავიბრუნოთ სახელმწიფოს წართმეული ევროპული გზა და შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, რომელიც რეალურ მშვიდობას, რეალურ კეთილდღეობას და ძლიერ ქართულ სახელმწიფოებრიობას გულისხმობს“

(R)

თეგები: გრიგოლ გეგელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა

14:09 07-30-2026
“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე
ახალი ამბები

“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე

13:12 07-30-2026
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს

12:31 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved