• რეკლამა
  • კონტაქტი
23:32, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,უნდა ეფერო რუსეთს, აგინო დასავლეთს და იზრუნო ბიძინაზე – ,,ოცნების” პოლიტიკური ფორმულა” – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
11:23 08-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
326

ლევან  ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

-რა კომიკური სიტუაციაა ქვეყანაში, ნახეთ –  ხალხი რუსეთთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას მოითხოვს. დავუშვათ, ამის მომხრებმა აქცია მოაწყეს. თუ ხელისუფლებაა დასჭირდა, კონტრაქციას ქართველი რუსეთუმეები კი აღარ გამართავენ, შეიძლება თავად ჩამოსული რუსები შეიკრიბონ და იმათ გამართონ აქცია, რომ მათი უფლებები იზღუდება და ირღვევა. არ გრჩებათ ასეთი შთაბეჭდილება?

– ეგ მარათლა არ არის გამორიცხული. ეს არის რუსების თვისება. რუსები სადაც მასობრივად ჩადიან, იქ უკვე ბატონ-პატრონებად გრძნობენ თავს, სტუმრებად კი არა. ისინი უფროსები არიან, ასე არიან შეჩვეულები. საქართველო მათვის ისევ „გრუზიაა“,  მათი გაგებით, რუსეთის იმპერიის ნაწილია. ჩამოსულები არიან, როგორც ბატონები. ძალიან უკმაყოფილონი არიან, რომ ქართველთა ახალმა თაობამ რუსული არ იცის და ვერ ემსახურებიან ან ისე ვერ ემსახურებიან, როგორც სურთ, როგორც, დავუშვათ, ბელარუსში ემსახურებიან. ამაზე ძალიან ბრაზდებიან. მთელი კამპანია მოუწყეს დედა-ენის ბაღში მდებარე ბარს, სადაც სამართლიანი შეზღუდვები დახვდათ და ამის გამო, ბარში არ შეუშვეს. რუსები სოც-ქსელში ბარის დაწვითა და ათასი უბედურებით ემუქრებოდნენ ბარის მეპატრონეებსა და თანამშრომლებს. ეს თავხედობაა და კობახიძის განცხადების ფონზე, კიდევ უფრო გათავხედებიან. თუ ვინმე პროვოკაციას აწყობს და ქსენოფობიას და რაღაც ინციდენტებს ახალისებს, ეს მხოლოდ ხელისუფლებაა. ამას არ აკეთებენ არც კრიტიკული მედია, არც არასამთავრობოები, არც ოპოზიციური პარტიები, რისი დაჯერებაც  ხელისუფლებას უნდა ხალხისთვის. ხელისუფლება ატარებს პოლიტიკას, რომელსაც უცილობლად კონფლიქტამდე მივყავართ.

-რამდენად რეალურია ეს კონფლიქტი და სადამდე არიან წამსვლელები რუსეთისა და ჩვენი ხელისუფლება?

-ნებისმიერი ექსპანსია იწყება „რბილი ძალის“ გამოყენებით. ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური ექსპანსია და თუ ეს ყველაფერი არ  არის საკმარისი, ამით მიზანს ვერ აღწევს და ქვეყანას ვერ იპყრობს, მერე იწყებს იმპერია სამხედრო  ძალის გამოყენებას. რუსეთს საქართველოში სამხედრო ძალის გამოყენება არც სჭირდება. თეორიულად წარმოვიდგინოთ, ტანკები რომ შემოიყვნონ  თბილისში, „ქართულ ოცნებაზე“  უკეთესი ვინ უნდა მოიყვანონ ხელისუფლებაში? ყურმოჭრილი მონები ჰყავს ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური გუნდის სახით და არა მგონია, უკეთესები იშოვნოს. მეტიც, რუსეთი მისთვის უკეთესს და უფრო ერთგულებს ვერც კი ინატრებს. ნახეთ, ამათი  მთელი ამ საქმიანობის ფორმულა რა არის – უნდა ეფერო რუსეთს, აგინო დასავლეთს და იზრუნო ბიძინაზე. კერძოდ, მის ფულზე, ქონებასა და უსაფრთხოებაზე. ეს არის ამათი მართვის მთელი ფილოსოფია, მეტი არც არაფერი ხდება. დასავლეთს აგინებენ და რუსეთს ხომ თავად ეფერებიან, ჩვენც გვეუბნებიან, თქვენც  მოეფერეთ რუსებს, მათით უკმაყოფილონი არ იყოთ, თორემ ყველას დაგიჭერთო. დასავლეთი კი მამაძაღლია, იმიტომ რომ ბიძინას პრობლემებს უქმნისო. ეს არის ყველაფერი, რასაც აკეთებენ თვეებისა და მეტიც, წლების განმავლობაში.

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved