• რეკლამა
  • კონტაქტი
06:27, შაბათი, 6 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უმნიშვნელოვანესი სიახლე კოვიდ19-ის მედიკამენტზე – ისრაელის საელჩოს განცხადება

ალია ავტორი - ალია
15:54 02-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ისრაელში შექმნილმა COVID 19-ის სამკურნალო მედიკამენტმა გამოცდის პირველ ფაზაზე შედეგიანობის 95% აჩვენა. 30 საშუალო და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტიდან 29 ხუთი დღის განმავლობაში ჰოსპიტალიდან გაეწერა. ინფორმაციას ისრაელის საელჩო საქართველოში ავრცელებს.

“უმნიშვნელოვანესი სიახლე თელ-ავივის სურასკის სახელობის სამედიცინო ცენტრიდან: COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტმა გამოცდის პირველ ფაზაზე შედეგიანობის 95% აჩვენა. 30 საშუალო და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტიდან 29 ხუთი დღის განმავლობაში ჰოსპიტალიდან გაეწერა.

პრეპარატის სახელწოდებაა EXO-CD24. ის წარმოადგენს CD24 ეზოსომების საფუძველზე შექმნილ ინოვაციურ ნაერთს, რომელსაც პირდაპირ ფილტვებში უშვებენ, რათა აღმოფხვრას COVID-19-ით გამოწვეული ციტოკინური ქარიშხალი.

დღეს არსებული მონაცემებით COVID-19-ს აქვს ორი საკვანძო ეტაპი. პირველ ეტაპზე მის მიმართ მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა გამოიყენება. ხოლო მეორე ეტაპზე, გართულების შემთხვევაში, ვითარდება ე.წ. ციტოკინური ქარიშხალი. დღემდე, ჯერ ვერც ერთმა პრეპარატმა ვერ შეძლო კორონავირუსის ამ ეტაპის მიმართ სამკურნალო საშუალების ეფექტურობის დადასტურება.

როგორც სურასკის სამედიცინო ცენტრის პროფესორი ნადირ არბერი აღნიშნავს, რომელსაც ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ამ პრეპარატის შექმნაში, ვაქცინა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პანდემიის შესაკავებლად და გასანეიტრალებლად, მაგრამ მისი სრულად გაქრობა ძნელად წარმოსადგენია, ამიტომ სამკურნალო საშუალება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომ ამ ვირუსის საფრთხე საბოლოოდ განეიტრალდეს.

შესაბამისად, პრეპარატის პირველი ფაზის შედეგები ძალზედ დამაიმედებელია და ველით, რომ გარდამტეხ ცვლილებებს შეიტანს COVID-19-თან ბრძოლაში”

თეგები: ისრაელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved