„ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი „უბინძურეს პროვოკაციას“ უწოდებს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას და ამბობს:
„ეს არის უმძიმესი და უბინძურესი პროვოკაცია, განსაკუთრებით მიუღებელია, რომ მსგავსი პროვოკაცია უკრაინის ომის წლისთავზე კეთდება. გარდა ამისა, ჩვენ დღეს პროვოკაციების მთელი კასკადი ვნახეთ, უბრალოდ, აღარ ჩავუღრმავდები ამ საკითხს. ფაქტია, რომ ამას არ უნდა ავყვეთ, რადგან ვიცით, ეს რა შედეგამდეც მიგვიყვანს და როგორი ბინძური პროვოკაციებიც არ უნდა იყოს, ამას არასდროს ავყვებით“
“ოცნების” დეპუტატები შოიგუს დაკრულზე ცეკვავენ უკრაინელებისა და ქართველების სისხლზე – კასიანოვი
კომენტარები