• რეკლამა
  • კონტაქტი
22:10, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ულტრაიისფერი პირბადე რომლის თვითღირებულება 50 დოლარი იქნება

ალია ავტორი - ალია
00:38 04-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

უახლოეს რამდენიმე კვირაში მსოფლიო ბაზარზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ულტრაიისფერი მრავალჯერადი ნიღბები გამოჩნდება. იდეა ველნეს კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებელ თამაზ მჭედლიძესა და მის პარტნიორებს ეკუთვნით. ნიღბების წარმოება უკვე დაწყებულია უკრაინაში და ქართველი მომხმარებელი მათ შეძენას სააფთიაქო ქსელებში თვის ბოლოს შეძლებს. როგორ ებრძვის ულტრაიისფერი ნიღაბი კორონავირუსს, ამის შესახებ, „კომერსანტს“ თამაზ მჭედლიძე ესაუბრა.

იმ ფაქტიდან გამომდინარე,რომ კორონავირუსი ვერ იტანს ულტრაიისფერ გამოსხივებას, დაგვებადა იდეა, გვეწარმოებინა ულტრაიისფერი ნიღბები. მოვიძიეთ და აღმოვაჩინეთ,რომ მსოფლიოში  ანალოგი არ არსებობს, ამასთანავე, სპეციალისტებთან კონსულტაციები გავიარეთ და გავარკვიეთ ზუსტად, რა პარამეტრები და გამოსხივება გვჭირდება სასურველი შედეგის მისაღებად.

ნიღაბს საჰაერო ლაბირინთი აქვს,სადაც ულტრაიისფერი სხივებია, თუ ადამიანი კორონავირუსს შეისუნთქავს,ნათება  მის  სტრუქტურას დაარღვევს და ვირუსი უარყოფითად ვეღარ იმოქმედებს ორგანიზმზე. ნიღაბი მრავალჯერადია და მისი მუშაობის დროთ 10 000 საათია განსაზღვრული.

 საქართველოში წარმოების პროცესი ჭიანურდებოდა, ამიტომ  უკრაინაში შემოგვთავაზეს ნიღებების წარმოება, ერთ-ერთმა ქარხანამ ლაბორატორია გამოგვიყო.წარმოებისთვის მნიშვნელოვანია დიოდები,რომლებსაც მხოლოდ ოთხი ქვეყანა უშვებს. ამ დროისთვის შევისყიდეთ 5 000-მდე დიოდი, თითო ნიღაბს კი სჭირდება  ორი სჭირდება. შესაბამისად, პირველი ეტაპისთვის 2500 ნიღაბს გამოვუშვებთ,- ამბობს თამაზ მჭედლიძე.

მისი გათვლებით, თვეში 30 000-მდე ულტრაიისფერი ნიღბის წარმოება იგეგმება. ერთი ნიღაბის თვითღირებულება ამ ეტაპზე  50 დოლარს შეადგენს, თუმცა ტრანსპორტირება და ქსელში გადატანა ნიღაბის ფასს გაზრდის. მჭედლიძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ნიღბების სერიული წარმოება დაიწყება, პროდუქციის თვითღირებულება შემცირდება. 

პირველი პარტია ძვირი იქნება, თუმცა, შემდეგ გაიაფდება. წარმადობა დამოკიდებული იქნება დიოდების რაოდენობაზე.ამ ეტაპზე თვითღირებულება 50 დოლარია, ტრანსპორტირება და ქსელში გატანა,რა თქმა უნდა, ფასს ასწევს. საბოლოო ღირებულებას, ანუ გასაყიდ ფასს უკვე ის სააფთიაქო ქსელები დაადგენენ,სადაც  პროდუქტი გაიყიდება.

რაც შეეხება, პროდუქციის საქართველოში წარმოებას, უკვე დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა, ვართ დაზგებისა და სხვა მასალების მოძიების პროცესში,– აღნიშნავს თამაზ მჭედლიძე.

მისივე განმარტებით, პროექტში დაახლოებით 100 ათასობით დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ოფიციალურ მწარმოებლად კი ქართული მხარის დაკვეთით, უკრაინული ქარხანა ითვლება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved