• რეკლამა
  • კონტაქტი
19:59, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ულაქტოზო პროდუქტები – კომფორტი თუ ერთადერთი გამოსავალი?

ალია ავტორი - ალია
14:16 09-08-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
400

„ულაქტოზო“  – ეს სიტყვა ბევრი ჩვენგანისთვის შესაძლოა იმდენად უცხო იყოს, რომ მას მხოლოდ სუპერმარკეტებსა და მაღაზიათა ქსელებში შევხვედრივართ. თუმცა თვითონ ლაქტოზისაგან გამოწვეული დისკომფორტი იმდენად ნაცნობია, რომ ცხოვრებაში რამდენჯერმე მაინც ყოველ ჩვენგანს ქონია, ხოლო ის ვინც ლაქტოზის აუტანლობით იტანჯება,  მათთვის ულაქტოზო პროდუქტი უბრალოდ ცხოვრების წესია.

პროდუქტებს „ულაქტოზო“ როგორც წესი უცხოური წარწერით ვხვდებით, რადგან მისი წარმოება რთული და ამავდროულად ძვირი ფუფუნებაცაა. ქართულ ბაზარზე გამონაკლისია „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტების“ ახალი ხაზის „მსუბუქი დღე“  უახლესი პროდუქტები. ეს ხაზი ჯერ რძით იყო წარმოდგენილი, ახლა უკვე გვაქვს ულაქტოზო მაწონიც.

ვისთვისაა განკუთვნილი ეს პროდუქტი?

მისი მიღება დღის ნებისმიერ მონაკვეთშია რეკომენდებული, როგორც  ლაქტოზის აუტანლობის მქონე პირებისათვის, ისე საქმიანი ადამიანებისათვის. საუზმეზე მაწონი ან მაწვნის დესერტები უკვე აღარ წარმოადგენს დაბრკოლებას.. ასევე ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის ან ვირუსული ინფექციების ფონზე, როგორც წესი სუსტდება იმუნიტეტი. ერთ-ერთი პირველი დისკომფორტი უმადობა და მუცლის ღრუში დისკომფორტია. არადა სწორედ მაწონია ის პირველი პროდუქტი, რომელსაც ამ დროს ხშირად ექიმებიც რეკომენდაციას უწევენ. დასუსტებული იმუნიტეტის ან ვირუსული ინფექციის, ისევე , როგორც პოსტკოვიდ პერიოდში ლაქტოზის აუტანლობა შესაძლებელია ისეთ ადამიანსაც კი დაემართოს, რომელსაც იგი არასდროს ქონია. ულაქტოზო მაწონი ასეთ შემთხვევებში უბრალოდ გამოსავალი და პირდაპირი ჩვენებაა.

უფრო დეტალურად რა არის ლაქტოზის აუტანლობა და როგორ მივხვდეთ, რომ ის გვაწუხებს:

აუტანლობა – ლაქტოზა  რძეში შემავალი შაქარია, რომელსაც თავისი ენერგეტიკული დანიშნულება აქვს. ლაქტოზის აუტანლობა ნიშნავს ორგანიზმში ფერმენტ ლაქტოზის დეფიციტს. ამ მდგომარეობის დროს  რძის შაქარი არ იშლება, რაც იწვევს გარკვეულ კლინიკურ სიმპტომებს. ეს პრობლემა შეიძლება შევაფასოთ, როგორც სინდრომი  და ის მოზრდილი მოსახლეობის დიდ პროცენტს ქონია, თუმცა არსებობს ლაქტოზის სრული აუტანლობა, რაც უკვე გენეტიკურად განპირობებული დაავადებაა.

ნიშნები – დიარეა, ხშირ შემთხვევაში ღებინება,  მუცლის შებერილობა.. სიმპტომატიკა ძალიან მრავალფეროვანია. ინდივიდუალურია ამ სიმპტომების გამოვლენის დროც. თუმცა თუ თქვენ რძისა და მისი პროდუქტის მიღებიდან დაუყოვნებლივ ან მაქსიმუმ 2 საათში მუცლის ღრუში დისკომფორტი ან ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები დაგეწყოთ, ყველა ალბათობით თქვენ ლაქტოზის აუტანლობა გაქვთ.

სტატისტიკა – მსოფლიო და საქართველო – რამდენადაა გავრცელებული ამ ფერმენტის დეფიციტი საქართველოში?

აღმოჩნდა, რომ, ფერმენტ ლაქტოზას სრული დეფიციტი შედარებით იშვიათია, თუმცა ფართოდაა გავრცელებული მისი ნაწილობრივი დეფიციტის ფორმა. სტატისტიკური მონაცემებით  ლაქტოზის აუტანლობა ამერიკის თეთრკანიანი მოსახლეობის დაახლოებით 15% ახასიათებს, აზიური წარმოშობის 40% და ფერადკანიანი მოსახლეობის დაახლოებით 90 % -ს. საქართველოში არსებულ  მონაცემებზე დაყრდნობით ლაქტოზის აუტანლობა მთლიანი მოსახლეობის 30-დან 50 პროცენტამდე მერყეობს. დღეს არცერთი სინდრომი და დაავადება კლასიკური ფორმით თითქმის აღარ გვხდება, შესაბამისად ლაქტოზის აუტანლობა უკვე ხშირი მოვლენაა ბავშვებშიც.  ლაქტოზის აუტანლობა დაავადება არ არის, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად თუ არ ჩავთვლით ჩვილობის პერიოდს სინდრომი ძლიერდება.

რა პრობლემა მოჰყვება ლაქტოზის აუტანლობას

წლების განმავლობაში ადამიანი ამ პრობლემის გამო ცდილობდა თავი აერიდებინა რძისა და რძის პროდუქტებისათვის, მათ შორის ისეთი ყოველდღიური პროდუქტისთვის , როგორიც მაწონია.. რა დაკარგა ამით ადამიანმა?

კალციუმი  და მისი დეფიციტი

ყველაზე დიდი რაოდენობით კალციუმს რძე და რძის პროდუქტები შეიცავს , მათ შორის მაწონი. რა თქმა უნდა, კალციუმი სხვა საკვებშიც მოიპოვება, თუმცა ყველაზე კარგად მისი შეწოვა სწორედ რძისა და რძის პროდუქტებისაგან ხდება. სწორედ ამიტომ არის რძის პროდუქტი ბავშვთა კვებაში პირველადი მოხმარების, ყოველდღიური პროდუქტი. კალციუმი ძვლის ქსოვილის შენებისთვის არის აუცილებელი. მისი დეფიციტის დროს ძვლები დარბილებას იწყებს, ბავშვს აღენიშნება კუნთების ტკივილი და ზრდაში ჩამორჩენა. ვინაიდან ბავშვის ზრდა განვითარებისათვის კალციუმი სასიცოცხლო ელემენტია, ულაქტოზო რძე და მაწონი ხსნაა მშობლებისათვის

კალციუმი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კუნთების შეკუმშვაში, ნერვული იმპულსების გადაცემაში, ჰორმონულ ცვლაში. როდესაც სისხლში ამ ელემენტის დონე იკლებს, ზემოხსენებული ფუნქციებისთვის ორგანიზმი ძვლებში ჩალაგებულ კალციუმს იყენებს. ამ შემთხვევაში ძვლოვანი ქსოვილი ზარალდება. ხშირია ოსტეოპოროზები და ძვლის შეუქცევადი დაზიანება. ჯანსაღი კბილები , კალციუმი და რძის ნაწარმი კი ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილია.

კიდევ რა გართულებები  მოჰყვება ლაქტოზის აუტანლობას?

ლაქტოზას შეიცავს რძე და ყველა რძის პროდუქტი.გარდა კალციუმისა ეს პროდუქტები შეიცავს ცილებს, A, B12 და D ვიტამინებს.. თუ ორგანიზმში საჭირო რაოდენობით მინერალების და ვიტამინების შეწოვა არ ხდება მივიღებთ ისეთ პრობლემას, როგორიც წონაში კლება და ორგანიზმის გამოფიტვაა. რაც თავის მხრივ ისეთ პრობლემებს გამოიწვევს, როგორებიცაა: ოსტეოპენია , ოსტეოპოროზი, მალნუტრიცია. გარდა ძვლების ადვილად მსხვრევადობისა ამ დროს რთულად ხორცდება ჭრილობები, პაციენტებს აღენიშნებათ დაღლილობა და დეპრესია…

გამოსავალი ლაქტოზის აუტანლობისას:

ქართული ნატურალური ულაქტოზო რძე და მაწონი „მსუბუქი დღე“ ,  რომელიც სრულად აკმაყოფილებს კალციუმზე, კალიუმზე და სხვა მინერალებზე დღიური მოთხოვნილების ნორმის 20 % , ისე, რომ არ იწვევს  ზემოთჩამოთვლილ გვერდით ეფექტებს. ფერმენტის წყალობით პროდუქტში დაშლილი ლაქტოზა მაწონს და რძეს მსუბუქ მოტკბო გემოს ანიჭებს.  რეკომენდებულია დღის ნებისმიერ მონაკვეთში, შეუზღუდავი რაოდენობით.

 

 

თეგები: სანტეულაქტოზო პროდუქტები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved