• რეკლამა
  • კონტაქტი
20:42, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინის სურვილის გამო მოხდა, ნატო კი არ დავადანაშაულე ომის დაწყებაში – ღარიბაშვილი ღარიბაშვილის განცხადებას განმარტავს

ალია ავტორი - ალია
20:22 06-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
207

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა:

 “მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო ჩვენი საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ მე ახალი არაფერი მითქვამს, ამას იმეორებდნენ და ამბობდნენ ჩვენი ომის შემდეგაც, თუ კარგად ნახავთ თქვენ ყოფილი და მოქმედი ევროპელი ლიდერების გამონათქვამებს. სულ რამდენიმე დღის შემდეგ, მეორე თუ მესამე დღეს, ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა, იგივე დარბაზში თუ არ ვცდები, ბრატისლავაში, მანაც სხვა ფორმულირებით, უბრალოდ სიტყვა ნატოს მაგივრად თქვა ევროპული ოჯახი, და თქვა, რომ უკრაინა იმის გამო ისჯება, თუ როგორც იყო, მე არ მინდა დავამახინჯო მისი ნათქვამი. ევროპული არჩევანის გამო თურმე მოხდა ეს ომი. მე ვთქვი, რომ უკრაინის სურვილის გამო მოხდა და ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ ამახინჯებენ სიმართლეს, რეალობას. მე რა თქმა უნდა, ნატო კი არ დავადანაშაულე ომის დაწყებაში, ეს რა თქმა უნდა აბსურდია, ამაზე როგორ შეიძლება სერიოზულმა ადამიანმა სერიოზული კომენტარი გააკეთოს.

მთავარი მინდა ვთქვა, ასეთ ვითარებაში, როცა ჩვენი ქვეყანა არის თავად ოკუპირებული, თავად თავისი გამოწვევები აქვს და აქვს გაცხადებული მიზანი, რომ გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი, ამ დროს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს რომ ასეთი არასერიოზული ბრალდებებით ასაჩუქრებენ, რა თქმა უნდა, არის ძალიან სამწუხარო, თუმცა მე მავნებელი, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატე და ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლი ძალების და მათ მიერ დაქირავებული კორუმპირებული ლობისტებისგან მე არაფერი არ მიკვირს. საერთოდ არც მაინტერესებს, სიმართლე გითხრათ, ისინი რას იტყვიან. მე მაინტერესებს, ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ინტერესები და ჩვენი ხალხის ინტერესები. მით უმეტეს, მიუღებელია ნებისმიერი კრიტიკა იმ ძალისგან, რომელმაც ომი ვერ აიცილა, დაკარგა და რუსეთს ჩააბარა ჩვენი ტერიტორიები,  დაუთმო, შემოიყვანა ჯარი და დააკანონა ოკუპაცია და ამის შემდეგ გადასცა რუსულ კომპანიებს სახელმწიფო კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, გაუხსნა უვიზო რეჟიმი და ათასი პრივილეგია მიანიჭა. ამ ძალასთან, რომელმაც უღალატა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მე არავითარი დიალოგი არ მექნება და მათი მხრიდან ნებისმიერი კრიტიკა არის მიუღებელი“.

 

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved