უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, უკრაინის ყველა რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა.
“პირველი რაც აღდგა, იყო კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. ამ დროისთვის, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ქსელთან კავშირი თანდათან გრძელდება”, – დაწერა მან ტელეგრამის არხში.
ცნობისთვის, უკრაინაზე თავდასხმების ახალი ტალღის შემდეგ, კიევის ოლქის 70% ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
კომენტარები