• რეკლამა
  • კონტაქტი
22:57, სამშაბათი, 5 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკრაინის ომიდან ჩამოსული არცერთი ადამიანი არ დაგვიტოვებია ღია ცის ქვეშ და ეს შესაძლებელი გახადეთ თქვენ” – ხოშტარია

ალია ავტორი - ალია
21:47 08-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,394

“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:

“როგორც დაგპირდით, უკრაინის ომიდან ჩამოსული არცერთი ადამიანი არ დაგვიტოვებია ღია ცის ქვეშ და ეს შესაძლებელი გახადეთ თქვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, ქართველმა ემიგრანტებმა, ბიზნესმენებმა.

• გუშინ დილიდან ამ დროისთვის დავაბინავეთ 231 უკრაინელი, მათი რიცხვი ყოველწამიერად იზრდება
• ჯამში შეგროვდა 46 000 ლარი
• უკრაინელებს საკუთარი სახლი და ბინა შესთავაზა 38-მა ადამიანმა
• ტრანსპორტირებაში საკუთარი მანქანის გამოყენება შემოგვთავაზა 15-მა ადამიანმა

თბილისსა და აჭარაში ჯამში 14 სასტუმროში გადავანაწილეთ უკრაინიდან დევნილი ის ოჯახები, რომლებიც სახელმწიფომ ქუჩაში დატოვა. მათი ამ სასტუმროებში დარჩენის 1 დღის ხარჯი, ამ დროისთვის, 2880 ლარს წარმოადგენს.

უნდა ვიცოდეთ, რომ იმ უკრაინელების უმრავლესობას, ვინც საქართველოში რჩება, არ აქვს შესაძლებლობა წავიდეს სხვა ქვეყანაში. არიან ბავშვები, მოხუცები, სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანები, დაჭრილები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები.

თქვენგან გადმორიცხული ფულით კრიზისულ პერიოდს დავძლევთ, თუმცა გვესმის, რომ ომს გამოქცეული ხალხის პრობლემები გრძელვადიან გადაწყვეტას საჭიროებს. ვიცით, რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები. სწორედ ამიტომ, „დროას“ კომუნიკაცია აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თუ ფონდებთან, საელჩოებთან, ბიზნესმენებთან და უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებთან.

რუსეთის მიერ დაწყებული ომი უკრაინაში ჯერ არ დამთავრებულა. არც საქართველოში საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად ჩამოსული უკრაინელების ნაკადი არ შეწყვეტილა.

თუ გსურს მათი დახმარება, შეგიძლია:

1. გადარიცხო თანხა „დროას“ ფონდში:
ანგარიშის ნომერი: #GE12BG0000000533362563
მიმღები: ააიპ “მოძრაობა დროა”
#უკრაინელებისთვის
2. დაეხმარო ტრანსპორტირებაში საკუთარი მანქანით
3. დაუთმო საცხოვრებელი ფართი
4. დაეხმარო სოციალიზაციაში. მაგალითად, უკრაინელი ბავშვებისთვის სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა და ა.შ.

#დიდებაუკრაინას #დიდებაგმირებს #დიდებაქართველხალხს”

თეგები: ელენე ხოშტარიარუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები

20:19 05-05-2026
სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში
ახალი ამბები

სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში

16:29 05-05-2026
“ზოგი ოპერაციის დღესვე სამსახურში მიდის” – რა რისკებთანაა დაკავშირებული ვარიკოზი და როგორ მკურნალობენ მას?
ახალი ამბები

“ზოგი ოპერაციის დღესვე სამსახურში მიდის” – რა რისკებთანაა დაკავშირებული ვარიკოზი და როგორ მკურნალობენ მას?

15:25 05-05-2026
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან  საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში

14:43 05-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved