2022 წლის 17 აპრილიდან ბიუროს დირექტორის, არტემ სიტნიკის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოვალეობას გიზო უგლავა შეასრულებს – ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ვებგვერდზეა განთავსებული.
გიზო უგლავა 2015 წლიდან არის უკრაინის მოქალაქე. გიზო უგლავამ კარიერა საქართველოს პროკურატურაში 1998 წელს დაიწყო, სადაც მუშაობდა 2012 წლის 7 ნოემბრამდე. მისი კომპეტენციის სფერო მოიცავს კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. უგულავა 2015 წლის აპრილში დაინიშნა უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის პირველ მოადგილედ.
კომენტარები