• რეკლამა
  • კონტაქტი
02:04, ოთხშაბათი, 24 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, უკრაინის ეკლესიამ, აღადგინა რუსეთის ეკლესიის მიერ უსამართლოდ შეჩერებული ჩემი მღვდელმოქმედება” – პეტრე კოლხი მღვდელმსახურებას აშშ-ში გააგრძელებს

ალია ავტორი - ალია
00:09 12-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
100

აშშ-ში ემიგრაციაში მყოფი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში განკარგულებას აქვეყნებს და წერს:

,,საქართველო, მართლა რატომ არ დაიღალე ამდენი შვილის გასხვისებით !…

მოხარული ვარ და მსურს თქვენც გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი და მადლით აღსავსე ამბავი.

უკრაინის ეკლესიამ, აღადგინა რუსეთის ეკლესიის მიერ უსამართლოდ შეჩერებული ჩემი მღვდელმოქმედება და დამადგინა ფილადელფიაში არსებულ უკრაინული ეკლესიის ქართული სამწყსოს მღვდლად.

მადლიერებით ვადიდებ უფალს, ჩვენს მაცხოვარ იესო ქრისტეს.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარს, ავსტრალიაში მოღვაწე მამა მიქაელს,
ასევე მეუფე ლუკას — რუსეთის ეკლესიის მიერ დევნილსა და გაძევებულს — რომლებმაც მიპოვეს, მხარში დამიდგნენ და ძმური მხარდაჭერა აღმომიჩინეს.

განსაკუთრებული პატივისცემით და მადლიერებით ვიხსენებ მის უწმინდესობას,
პატრიარქ ფილარეტს —
უკრაინის ეკლესიის სულიერ მამას, ეკლესიური თავისუფლებისა და ეროვნული დამოუკიდებლობის ერთგულ აღმსარებელს.
ის არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება შესწირა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საქმეს და ურთულეს ისტორიულ პირობებში დაიცვა ეკლესიის ღირსება, სინდისი და ჭეშმარიტება.
მისი მამობრივი ლოცვა და კურთხევა ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა.

დღეს მე ვეკუთვნი
უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას — კიევის საპატრიარქოს და ჩემს სამღვდელო მსახურებას ვახორციელებ
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს აშშ-ისა და კანადის ვიკარიატში

სამწუხაროდ, ქართულმა ეკლესიამ არაერთი ნიჭიერი, ღირსეული და განათლებული სამღვდელო პირი გაიმეტა,
თუმცა ღმერთი არასდროს ეგუება უსამართლობას და მისი განგება საბოლოოდ ამართლებს ჭეშმარიტებას.

დღეს უკრაინა არის ბიბლიური დავითი,
რომელიც რუსეთის სახით მდგომ გოლიათს აუცილებლად დაამარცხებს.

ბევრ მოვლენაზე გულისტკივილით ვსაუბრობ,
თუმცა ჩემი იმედი ღმერთზეა —
ის პასუხს მოსთხოვს ყველას, იმ უსამართლო და არაადამიანური გადაწყვეტილებების გამო,
რომლებმაც მძიმე დაღი დაასვა ქართულ საეკლესიო ცხოვრებას.

მე კიდევ უფრო აქტიურად ვაგრძელებ ბრძოლას რუსეთის იმპერიული რეჯიმის წინააღმდეგ —
ახლა უკვე აქ,
ახლა უკვე ამერიკაში
და უკრაინის ეკლესიის ამბიონიდან.

შეგახსენებთ ჩემს სიტყვებს, რომელიც საზოგადოებამ აიტაცა
რუსეთზე უფრო ამაზრზენი არის რუსმორწმუნე ქართველი.

დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!
დიდება ღმერთს!

ღმერთმა დალოცოს ამერიკა…“

თეგები: პეტრე კოლხი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ახალი ამბები

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე

16:27 12-23-2025
400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება
ახალი ამბები

400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება

15:38 12-23-2025
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი
ახალი ამბები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი

13:15 12-23-2025
CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება
ახალი ამბები

CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება

12:58 12-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved