ნაციონალური მოძრაობის წევრი, კობა ხაბაზი, რომელიც ამჟამად უკრაინაშია, წერს:
“ჩვენი ბაზის მეზობლად მცხოვრებმა უკრაინელმა შემზარავი ისტორია მომიყვა.
არ ვიცი ეს რა არის, ფატალიზმი, ბედისწერა თუ განგება.
რა “მობი დიკი”, რა “ოსტატი და მარგარიტა”, რის “მედუზას ტივი”…
ეს არის ტრაგედია უკრაინელი დედის და მისი 16 წლის შვილის, რომლებიც ომის დაწყებიდან მეორე თვეში დაბომბვას სასწაულებრივად გადაურჩნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი საცხოვრებელი კორპუსი სრულად დაინგრა, უვნებლად გადარჩნენ.
უსახლკაროდ დარჩენილებმა თავშესაფარი თურქეთში ჰპოვეს.
რამდენიმე დღის წინ მაშველებმა მიწისძვრისგან დანგრეული შენობიდან მათი ცხედრები ამოიყვანეს….
რა არის ეს?”
კომენტარები