• რეკლამა
  • კონტაქტი
00:17, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკრაინელი აქტივისტები ალყაში მოაქცია სააკაშვილის 15-იოდე მხარდამჭერმა… თავად ვერ იმარჯვებს, არც სხვას აცდის გაიმარჯვოს…” – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
22:45 10-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
503
“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, 10 ოქტომბერს გამართული აქციის ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
“ივანიშვილის ერთერთმა სპიკერმა, გოგა ხაინდრავამ, შემზარავი პოსტი დაწერა.
მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას გამოეხმაურა ნიშნისმოგებით – აი ამაში გვითრევდა დასავლეთი და ბიძინამ გადაგვარჩინაო.
საოცარი სიხარული იგრძნობოდა ამ ინტელექტუალურად შეურაცხმყოფელ საზიზღრობაში – უკრაინელი ადამიანების გვამების ნახვით გამოწვეული სიხარული. ცუდად მისდიოდათ პროპაგანდის საქმე. უკრაინა ტერიტორიებს იბრუნებს, რუსეთი ბრძოლის ველზე აგებს…
სულზე მოუსწროთ უკრაინელი ბავშვების სიკვდილმა – ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულანტურ პოლიტიკას ახალი სუნთქვა გაეხსნა.
პანდემიასაც ასეთი სიხარულით შეხვდა აწ უკვე ემიგრაციაში გახიზნული ლაშა ნაცვლიშვილი – 8 მარტის შეთანხმების შემდეგ სუსტად იყვნენ და ტუზივით დაეცათ.
აი ამ საზიზღრობით მოწამლული, უკრაინელი აქტივისტების აქციაზე წავედი.
ვიფიქრე, სოლიდარობას და ბრაზს ერთად გამოვხატავ.
მივედი – უკრაინელი აქტივისტები ალყაში მოაქცია სააკაშვილის 15-იოდე მხარდამჭერმა და უკრაინის მხარდამჭერი აქცია ექსპრეზიდენტის კულტის ძალადობრივად თავსმოხვევის უგემოვნო რიტუალში გადაიზარდა.
ცოტა ხანს ზურგით ვიდექი, მალევე წამოვედი.
ღრმად მჯერა, რომ იმისათვის რომ ივანიშვილს მოვუგოთ, მას არჩევნებამდე უნდა მოვუგოთ. ასეთი აპათიური ამომრჩევლით არჩევნებში შესვლა ივანიშვილის მორიგ გამარჯვებას ნიშნავს. ამიტომ, ჩვენ კლიმატი უნდა შევცვალოთ, ცვლილებების იმედი გავაჩინოთ. ამის მისაღწევად, ქუჩის ძლიერი და მომხიბვლელი პროტესტის გარდა, სხვა გზა არ არსებობს. ქუჩაში უნდა გადავტეხოთ ვითარება ისე, რომ მორალური უპირატესობით შევიდეთ არჩევნებში და არა დაჩაჩანაკებულები.
ისიც ღრმად მჯერა რომ ის უბადრუკი, უგემოვნო, ძალადობრივი ქაჯობა რაც პარლამენტთან ვიხილეთ, არათუ მორალურ უპირატესობას მოგვაპოვებინებს, არამედ ქუჩის პროცესის მარგინალიზაციას გამოიწვევს – თავმოყვარე ადამიანი ასეთ ცირკში მონაწილეობას არ მიიღებს.
მარტივია – თუ უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე გასვლა მოქალაქისთვის მიშას განდიდების რიტუალში ძალადობრივ მონაწილეობას ნიშნავს მიშისტების მომთაბარე ტომის ყიჟინის ქვეშ, ამ მოქალაქეების რაოდენობა დავიწროვდება.
იგივეა სხვა თემებზეც – თუ მიშისტების ტანტრუმებამდე ავიწროვებ თემას, მონაწილეთა რაოდენობაც ვიწროვდება.
ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები ამბობენ ხშირად, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეგვისრულა და ისაა მაგარი.
სინამდვილეში, ბიძინა კი არაა მაგარი. ოპოზიციური ველი აქვს მიტაცებული გადაგვარებულ ლუზერს, რომელიც რადგან თვითონ ვერ იწვევს თანაგრძნობას, არც უკრაინელებს აცდის თანაგრძნობა მიიღონ. რადგან თავად ვერ იმარჯვებს, არც სხვას აცდის გაიმარჯვოს…
ეს უნდა შეიცვალოს.
ფოტოები ძლივს გადაიღეს, რომ ის უზრდელი მაჯლაჯუნები არ შევარდნოდნენ იმ გადაგვარებული ლუზერის სახელის კივილით.
თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved