უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან სუმის ოლქის ქალაქი ტროსტიანეცი გაათავისუფლეს. მათივე ცნობით, რუსი ოკუპანტები ქალაქიდან ისე გაიქცნენ, შეიარაღება, აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა ადგილზე დატოვეს.
„93-ე ბრიგადის დახმარებით, თავდაცვისა და ადგილობრივი პარტიზანების დახმარებით, სუმის რაიონის ქალაქი ტროსტიანეცი გათავისუფლდა რუსული საოკუპაციო ძალებისგან“, – წერს მედია, 93-ე ბრიგადის გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
კომენტარები