ვლადიმირ ზელენსკი გერმანულ გამოცემა “შპიგელთან” ინტერვიუში, ამბობს:
უკრაინელები არასოდეს აპატიებენ პუტინს. მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობამ დიდი ხანია ჩამოწერა რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა.
ეს მე ჰიტლერის დასასრულს მახსენებს. როდესაც მან მსოფლიო ომი წააგო, მან მაინც განაგრძო ლონდონის დაბომბვა. მან მაინც გააკეთა ეს, მიუხედავად იმისა, რომ სულელი არ იყო.
თქვენ უბრალოდ უნდა გესმოდეთ, ჩვენ შორის არის უზარმაზარი უფსკრული პოლიტიკური და ისტორიული პერსპექტივიდან. ეს მსოფლმხედველობის საკითხია.
[პუტინის] მსოფლმხედველობის შედეგია შემდეგი: დანგრეული ტერიტორიები, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფა, ადამიანის უფლებების შელახვა, ზიზღი ყველა ცოცხალი არსების მიმართ.
კომენტარები