უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ რუსი დამპყრობლების საიდუმლო დოკუმენტები მოიპოვეს. მათი ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა დოკუმენტების ხელში ჩაგდება იმ დროს შეძლეს, როდესაც რუსები გოსტომელთან მოიგერიეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
დოკუმენტებს შორისაა: მებრძოლთა სახელები, საიდუმლო პაროლები და შიფრები, ასევე, საბრძოლო მოქმედების გეგმა და თავდასხმის გზები.
“უკრაინის საიდუმლო სამსახურმა და შეიარაღებულმა ძალებმა მიღეს პერსონალური ინფორმაცია რუსი დამპყრობლების შესახებ, მათი საიდუმლო პაროლები და შიფრები. ეს საშუალებას მოგვცემს, გავიგოთ მტრის იმ საუბრების არსი, რომლებიც მოვიპოვეთ”, – აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.
მათივე თქმით, მიღებულ დოკუმენტებს სასამართლოში მტკიცებულებად გამოიყენებენ და ყველა აგრესორი, ვინც ომს გადაურჩება, აუცილებლად იქნება დასჯილი.
კომენტარები