• რეკლამა
  • კონტაქტი
18:39, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინელ ბავშვებს კლავენ ისინი, ვისაც შენ ახლა ტრ*ს ულოკავ – ტიმოშჩუკს ყოფილი ცოლი უპირისპირდება

ალია ავტორი - ალია
17:34 03-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
237

მას შემდეგ, რაც რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, ქალაქების დაბომბვა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რუსული კლუბები ბევრმა უკრაინელმა (და არა მარტო უკრაინელმა) დატოვა, ანატოლი ტიმოშჩუკს კი ეს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უკრაინელი სპორტსმენი დუმს. ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი ანატოლი ტიმოშჩუკი ამჟამად რუსული კლუბის, ზენიტის, მთავარი მწრთვნელის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

ზენიტში დარჩენის გამო ტიმოშჩუკი არაერთმა უკრაინელმა სპორტსმენმა და პოლიტიკოსმა გააკრიტიკა.

“ტოლია, ასე როგორ შეიძლება? შენ უკრაინელი ხარ. როგორ შეგიძლია, რომ ჩუმად იყო და მანდ მუშაობას აგრძელებდე?” – წერს ტიმოშჩუკისადმი მიძღვნილ ღია წერილში მისი ყოფილი თანაგუნდელი, 44 წლის იევჰენ ლევჩენკო, – “ჩვენ ერთად ვთამაშობდით უკრაინის ნაკრებში, მის ფორმას ამაყად ვატარებდით, ერთად ვმღეროდით ჰიმნს, ერთად ვიგებდით და ვაგებდით. ახლა კი უბრალოდ მშვიდად და ჩუმად ხარ? ტოლია, ასე ცხოვრებას როგორ აპირებ?”

მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვის შემდეგ ფეხბურთელი ყოფილმა ცოლმა, ნადია ნავროცკაიამაც გააკრიტიკა.

“ტოლიკ, შეხედე, ეს ჩვენი უკრაინელი ბავშვები არიან. ისეთივე ბავშვები, როგორებიც მე და შენ გვყავს! მათ ყოველდღე კლავენ, ის ადამიანები, რომელთაც შენ ახლა ტრ**ს ულოკავ. შენ კლავ ბავშვებს მათთან ერთად. ყოველდღე შენ კლავ უკრაინელ ბავშვებს!

იგივეს გეუბნებოდი 2014-შიც, მაგრამ შენ არჩიე მთელი ეს წლები გეცხოვრა და სიამოვნება მიგეღო, საკუთარი შვილების უბედურების ხარჯზე. შენ იტყუებოდი, ატყუებდი გარშემო ყველას! შენ და მამაშენი ყოველთვის ამბობდით, რომ სამართლიანობის მხარეს ხართ. მართლა გგონია, რომ ჩვენი ბავშვების სიკვდილი სამართლიანია? შენ შეგეძლო გემუშავა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში! რატომ იხდი ფულს ჩვენი ბავშვების მკვლელობაში!

ოდესაღაც შენ ალქაჯი მიწოდე. იცოდე, გისურვებ ცხოვრების ბოლომდე გესიზმრებოდნენ ბავშვები, რომლებიც ამ ომში იღუპებიან”. – წერს სოციალურ ქსელში ნავროცკაია.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გრძელ პოსტს თანდართული აქვს დაბომბილი სამშობიაროს ფოტოები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved