• რეკლამა
  • კონტაქტი
06:15, კვირა, 14 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკრაინამ ფასდაუდებელი დრო მოიპოვა პოლონეთისთვის და მთელი ევროპისთვის” – პოლონეთის პრემიერი

ალია ავტორი - ალია
15:01 03-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
509

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის თქმით, რუსული საფრთხის ფონზე, უკრაინამ პოლონეთისთვის და მთელი ევროპისთვის ფასდაუდებელი დრო მოიპოვა. პოლონური მაუწყებელი RMF24-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის “თეთრი წიგნი” თავდაცვის შესახებ 2030 წლამდე არის გათვლილი, არსებობს თუ არა ევროკავშირში მოლოდინი, რომ იმ დროისთვის რუსეთი სხვა ევროპულ ქვეყანას შეუტევს, ტუსკმა განაცხადა, რომ ასეთი გათვლები არ კეთდება, თუმცა, მადლიერია, რომ მისმა დანიელმა კოლეგამ მეტე ფრედერიკსენმა შესთავაზა 2030 წელი, როგორც თარიღი, რა დროისთვისაც ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობა “რადიკალურად უნდა გაიზარდოს”.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო ძალისხმევის წყალობით,  რუსეთი ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა.

“გავრცელებულია მოსაზრება, რომ უკრაინის სამხედრო ძალისხმევის გამო, რუსეთი არ იყო მზად ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისთვის. უკრაინამ, მიუხედავად ომის შედეგისა, ფასდაუდებელი დრო მოიპოვა პოლონეთისთვის და მთელი ევროპისთვის. ამის გახსენება ღირს, როცა ხანდახან ვამბობთ, რომ დავიღალეთ, ძალიან ბევრი ლტოლვილია და უკრაინა ძალიან ძვირი გვიჯდება. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი უმწეოა ამ გეგმებში დანარჩენი ევროპის მიმართ იმიტომ, რომ  უკრაინამ თავის თავზე აიღო აგრესორთან პირდაპირი დაპირისპირების ტვირთი,” – განაცხადა ტუსკმა.

გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი წიგნი, რომელიც ბრიუსელში 19 მარტს იყო წარმოდგენილი, ასახავს თავდაცვის ახალ მიდგომას და განსაზღვრავს ევროკავშირის საინვესტიციო საჭიროებებს. თეთრი წიგნი წარმოადგენს გადაწყვეტილებებს, რომელიც მიმართულია კრიტიკული შესაძლებლობების პრობლემების აღმოსაფხვრელად და ძლიერი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის შესაქმნელად. ის გარდა ევროპის თავდაცვის პოტენციალის განვითარებისა, ასევე ითვალისწინებს, ბრძოლის ველზე უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved