უკრაინის ოფიციალური პირები მომავალი წლისთვის აპირებენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და მისი უმაღლესი სამხედრო მეთაურების გასამართლებას ომის დაწყებისა და ომის დანაშაულის გამო.
სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ანდრიი სმირნოვი უხელმძღვანელებს.
ტრიბუნალის მიზანი იქნება, ამ ადამიანებს კრიმინალების სახელი მიენიჭოს და მათ აღარ შეეძლოთ ცივილიზებულ სამყაროში მოგზაურობა და გამოჩენა.
კომენტარები