• რეკლამა
  • კონტაქტი
17:49, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკრაინა გააგრძელებს რუსული ქალაქების “მარიუპოლიზაციას” იქამდე, სანამ ბოლო რუსი არ გაიქცევა მისი ტერიტორიიდან” – ყურაშვილი

ალია ავტორი - ალია
02:24 06-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,000

ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:

“ნაცისტებმა ომი დაიწყეს ბავშვური ილუზიით, რომ ისინი დაბომბავდნენ ყველას, მათ კი ვერავინ დაბომბავდა.

როტერდამში, ლონდონში, ვარშავაში და 50-მდე სხვა ქალაქში, ამ გულუბრყვილო თეორიას ხორცი შეასხეს.

მათ დათესეს ქარი და ახლა მოიმკიან ქარიშხალს” – © არტურ ჰარისი.

გენერალი ჰარისი, მეტსახელად “ბომბერი”, ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ბომბდამშენთა პოლკს მეთაურობდა და ეს განცხადება 1942 წელს გააკეთა. მას შემდეგ, რაც კიოლნს 1000-მდე ბომბდამშენმა 35 000 ტონა ბომბი ესროლა და 20 000-ზე მეტი ადამიანი მოკლა.

მანამდე, თითქმის სამი წელი, გერმანული ავიაცია პრაქტიკულად დაუსჯელად დანავარდობდა ევროპული ქალაქების თავზე და მათ მიწასთან ასწორებდა, ხოლო მოკავშირეები მხოლოდ მინიმალური ზიანის მიყენებას ახერხებდნენ.

კიოლნი იყო მხოლოდ დასაწყისი, რომელსაც მოჰყვა ჰამბრუგი, დრეზდენი და თითქმის ყველა დიდი გერმანული ქალაქი.
ჯამში, დაბომბვების შედეგად, ნახევარ მილიონზე მეტი მშვიდობიანი გერმანელი დაიღუპა, ხოლო ქალაქებისგან ნანგრევებიღა დარჩა.

დღეს, მთელი დღეა უკრაინული არტილერია რუსულ ქალაქ შებეკინოს მიწასთან ასწორებს.

მანამ იყო მოსკოვზე მიფრენა და გრაივორონის რეიდი.

ხარკოვის, ხერსონის, ნიკოლაევის, იზიუმის, ბახმუტის, ლისიჩანსკის, სევეროდონეცკის, პოპასნას, მარინკის და ასობით სხვა უკრაინული ქალაქის მიწასთან გასწორება რუსებს უბრალოდ არ შერჩებათ.

ეს არაა ერთჯერადი აქცია.
უკრაინა გააგრძელებს რუსული ქალაქების “მარიუპოლიზაციას” იქამდე, სანამ ბოლო რუსი არ გაიქცევა მისი ტერიტორიიდან. და შეიძლება გააგრძელოს ამის შემდეგაც.

მანამ, სანამ რუსები არ შეეხვეწებიან მშვიდობას, ნებისმიერი პირობებით.

ყველა ჯერზე, რუსული ქალაქების ნგრევის მასშტაბი და უკრაინის საზღვრიდან ამ ქალაქებამდე მანძილი მხოლოდ გაიზრდება.

ომი ცალკარა თამაში არაა. როცა ისვრი, უნდა იცოდე, რომ საპასუხოდ შენც გესვრიან.

რუსებს ეს მარტივი ჭეშმარიტება დაავიწყდათ და უკრაინელები გაახსენებენ ისე საფუძვლიანად, რომ მომდევნო ბევრი ათეული წელი არ დაავიწყდეთ.”

თეგები: ლევან ყურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved