• რეკლამა
  • კონტაქტი
22:32, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკიდურესად საშიში დილემა” – ნიკა გვარამიას წერილი

ალია ავტორი - ალია
19:47 05-19-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
706

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:

“გულწრფელად გეტყვით, ბოლომდე არ მესმის, რა შინაარსი დგას ფრაზის “ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს” უკან, თუმცა ამაზე სხვა დროს. მაგრამ რასაც ახლა საქართველოში ვაკვირდებით, იმის გარკვევაა, იმსახურებს თუ არა ქართველი ხალხი სახელმწიფოებრიობას.
“უცაბედად” ერთიანად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ალაპარაკებული ყველა ქართველი პუტინისტი იმის უტყუარი ნიშანია, რომ რუსული აგიტპოპი საზოგადოებას ახალ და უკიდურესად საშიშ ყალბ დილემას აჩეჩებს: კეთილი რუსეთი, რომელიც უკვე არა მარტო უვიზო მიმოსვლას, ერთმორწმუნეობას, ფულის “კეთებას” გვთავაზობს, არამედ სუპერ-ამოცანის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასაც. მეორეს მხრივ, ბოროტი დასავლეთი უკვე მარტო უშინაარსო კანდიდატის სტატუსით, ვიზებით, ქართული იდენტობის მოსპობით კი არა, ტერიტორიული მთლიანობის სამუდამოდ დაკარგვით და ომში ჩათრევითაა წარმოდგენილი.
ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ არანაირ ტერიტორიებს არავინ არ დაგვიბრუნებს, მაგრამ კოორდინირებული პროპაგანდა მოსკოვიდან და თბილისიდან აუცილებლად გაღრმავდება.
ტერიტორიულ მთლიანობაზე გადაკრულად ნათქვამი დაპირებაც კი იმგვარ ეროვნულ ნერვზე თამაშია, კოლექტიური ტრავმით ისეთი მანიპულაციაა, რომ ნებისმიერმა შეიძლება დაკარგოს საღი აზრი. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ რანგის პროპაგანდასთან ჩვენ საქმე ჯერ არ გვქონია. ამის დაძლევა მგონია ახლა ეროვნული ამოცანა, და არა იუსტიციის საბჭოს კომპოზიცია, რაღაც კანონპროექტები, კომისიები, თუნდაც 12 პუნქტის შესრულებაზე “ოცნებასთან” დიალოგი.
ასე რომ, ევროკავშირის წევრობის სტატუსს არ ვიცი და ქართველმა ხალხმა ჯერ ის უნდა დავამტკიცოთ, რომ სახელმწიფოს სტატუსს ვიმსახურებთ. ევროკავშირის წევრობას (და შესაბამისად მის კანდიდატობას) კი სახელმწიფოები იმსახურებენ, და არა ხალხები. მაგრამ ამაზე სხვა დროს.”
თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved