• რეკლამა
  • კონტაქტი
18:53, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„უხერხულობას კი არა, უფრო მეტს გვიქმნის ის კადრები, როდესაც აგვისტოს ომის დროს, შეშინებული და დამფრთხალი გარბის სადღაც“ -მამუკა მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
20:20 11-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

უქმნის თუ არა, უხერხულობას კი არა, უფრო მეტს გვიქმნის ის კადრები, როდესაც ის თავად ფორთხავს – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება კადრებს, პირდაპირ ვიტყვი, რომ არც ჩემთვის, არ იყო სასიამოვნო სანახავი. არც ერთ ნორმალურ ადამიანს არავის პატიმრობა არ უხარია. როდესაც ხელში აყვანილი მიჰყავთ პატიმარი იქნება თუ სხვა ადამიანი, რომლის მიმართ იძულების რაღაც ღონისძიება უნდა გამოიყენო, თორემ სხვაგვარად სამართალდამცველები ვერ შეძლებენ თავისი ფუნქციის შესრულებას. ეს სასიამოვნო სანახავი არც ერთი შემთხვევაში არ არის ისევე, როდესაც რაც არ უნდა დამნაშავე იყოს ადამიანი, მისი დაკავების ნებისმიერი კადრი არის უსიამოვნო სანახავი. ამ კადრებით წერტილი დაესვა იმ რამდენიმედღიან ბევრ ტყუილს, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ და მათი ტელევიზიები იტყუებოდნენ, მაგალითად ის, რომ 30 მეტრში ჩამოიყვანეს სააკაშვილი, გაატარეს პატიმრების თვალწინ, ვნახეთ, რომ მიიყვანეს შენობასთან. მოუწიათ იძულების წესით შეეყვანათ იმ საკანში თუ პალატაში, ამის შემდეგ ვნახეთ ჩვენ ის კადრები, რაც იყო უსიამოვნო სანახავი. რაც შეეხება იმას, ვინმეს უხერხულობას უქმნის თუ არა, უხერხულობას კი არა, უფრო მეტს გვიქმნის ის კადრები, როდესაც ის თავად ფორთხავს. აქ არავინ აფორთხიალებდა, მიჰყავდათ და თვითონ, როდესაც ფორთხავს, აგვისტოს ომის დროს, შეშინებული და დამფრთხალი გარბის სადღაც, მოჩვენებები რომ ჰქონდა და ფორთხავდა, მაშინ უხერხულობა კი არ შემექმნა, შემრცხვა. მაშინ ყველა ქართველს შერცხვა მისი საქციელის. ამ კადრებით ისიც დადასტურდა, რომ ყველა ტყუილი გამოაშკარავდა და რაც მნიშვნელოვანია, თავად ითხოვდნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები და ე.წ. მედიამენეჯერები, თუ ეს მართალი არ არის, რასაც ჩვენ ვყვებით, მაშინ გაასაჯაროონ კადრები. როდესაც კადრები გასაჯაროვდა და ეს არ მოგეწონათ, ამის შემდეგ გადახვედით სამწუხაროდ, სხვა კამპანიაზე, რომ უხერხულია თურმე ეს კადრები“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved