• რეკლამა
  • კონტაქტი
19:52, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკეთ ვგრძნობთ თუ არა თავს, როდესაც მოვიხმართ ძვირადღირებულ მედიკამენტებს?

ალია ავტორი - ალია
15:51 12-31-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
77

პიარტექნოლოგი, გიორგი კალატოზიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

ლათინურად პლაცებო თურმე დამტირებელს ნიშნავს. ასე უწოდებდნენ გარდაცვლილის ფიქტიურ დამტირებლებს, რომლებსაც სპეციალურად ქირაობდნენ გასვენებისთვის… თავის წიგნში Predictably irrational (The hidden forces that shapes our decision), ბიჰევიორული ეკონომიკის პროფესორი და მწერალი, დენ არიელი საინტერესო რამეს წერს პლაცებოს ეფექტზე და განიხილავს მას სხვადასხვა კონტექსტში.

თავის დროზე პლაცებოს გამოყენებით ჩატარებულმა ოპერაციება ეჭვქვეშ დააყენეს ართროსკოპიულ ქირურგიაზე დახარჯული უზარმაზარი თანხების – 1 მილიარდი დოლარის ღირებულების პროცედურების აუცილებლობა და გააჩინეს სამართლიანი კითხვა – შეიძლებოდა თუ არა 1 მილიარდი აშშ დოლარის უფრო ეფექტურად დახარჯვა სხვა სახის პროცედურებში? არიელი პლაცებოს ეფექტზე ლაპარაკობს ფასთან მიმართებაში და აღნიშნავს იმას, რომ ფასი თამაშობს მომხმარებლისთვის ზუსტად იმ როლს, როგორსაც პლაცებო თამაშობდა პაციენტებისთვის მკურნალობის დროს.

უკეთ ვგრძნობთ თუ არა თავს, როდესაც მოვიხმართ ძვირადღირებულ მედიკამენტებს? შეუძლია ამან გაგვხადოს ფიზიოლოგიურად უკეთესი, ვიდრე იაფფასიანმა წამალმა? ახდენს თუ არა გავლენას ფასი ეფექტიანობაზე?

ამაზე პასუხს ვკითხულობთ წიგნის მე-10 თავში: მე-18 საუკუნეში, იტალიელი ექიმი, სახელად ჰერბი, მკურნალობდა თავისი პაციენტების კბილის ტკივილს ერთ-ერთი სახეობის მატლის სეკრეციით, რომელსაც უსვამდა პაციენტს დაზიანებულ კბილზე, როგორც ტკივილგამაყუჩებელს. საინტერესოა ის, რომ ჰერბის სააღრიცხვო ჟურნალში გატარებულ პაციენტთა 68% ეთანხმება მკურნალ ექიმს და აღიარებს იმას, რომ ტკივილი გაქრა 1 წლით.

დღეს ყველას გვესმის, რომ მატლს და მის სეკრეციას არაფერი ჰქონდა საერთო კბილის ტკივილის გაყუჩებასთან, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჰერბის და მის პაციენტებს ამის სჯეროდათ, აქცია ეს მეთოდი სასწაულმოქმედად.

ზოგადად 2 რამ აყალიბებს მოლოდინს, რომელიც ამუშავებს პლაცებოს. პირველია ჩვენი რწმენა და თავდაჯერება წამალში, ან მკურნალობაში. ხანდახან მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჩვენ თავს ვგრძნობთ ექიმების ყურადღების ქვეშ, ჩვენ გვიუმჯობესებს როგორც განწყობას, ისე თვითგანკურნების პროცესს. ექიმის ენთუზიაზმიც კი დიდ როლს თამაშობს მკურნალობის პროცესში. და მეორე – პირობით-რეფლექსური განპირობებულობა. ისევე, როგორც პავლოვის ცნობილი ძაღლი (რომელიც გამოყოფდა ნერწყვს ზარის ხმაზე), სხეული გამოიმუშავებს მოლოდინს გამოცდილებაზე დაყრდნობით და გამოყოფს გარკვეულ ქიმიურ ნივთიერებებს მომავალი განცდისთვის.

მაგალითად, თქვენ ყოველ საღამოს უკვეთავთ პიცას. როდესაც კურიერი რეკავს ზარს კარზე, თქვენ ორგანიზმში კუჭის წვენი გამოიყოფა მანამდე, სანამ საკვების სუნს იგრძნობთ. ტკივილის შეგრძნების დროს, მოლოდინმა შეიძლება გამოათავისუფლოს ჰორმონები და ნეიროტრანსმიტერები (ენდორფინი, ოპიატი), რომლებიც არამხოლოდ ბლოკავენ აგონიას, არამედ ქმნიან ძლიერ ეიფორიას. ავტორი იხსენებს თავის წარსულ გამოცდილებას, როდესაც ძლიერი დამწვრობით იწვა პალატაში და იტანჯებოდა გაუსაძლისი ტკივილისგან, მაგრამ შპრიცით ხელში ექიმის დანახვაზე ტვინმა დაიწყო ტკვილგმაყუჩებელი ოპიოიდის გამოყოფა.

მოკლედ, შეიძლება 4000 დოლარიანი ტახტი იყოს უფრო კომფორტული, ვიდრე 400 დოლარიანი? ბრენდული ჯინსი უფრო მოხდენილი და ხარისხიანი, ვიდრე ბაზრობაზე ნაყიდი? შეუძლია აღქმულ ხარისხს მოახდინოს გავლენა რეალურ გამოცდილებაზე, მაგალითად, ჩვენ რეაქციებზე მიღებულ მედიკამენტებზე? (მედიკამენტების მიღებაზე). მაგალითად, იქნება თუ არა უფრო იაფი ტკივილგამაყუჩებელი ნაკლებად ეფექტიანი, ვიდრე მისი ძვირადღირებული ანალოგი?

გაციებისას უარესად იგრძნობთ თავს იმ შემთხვევაში თუ მიიღებთ ფასდაკლებით შეძენილ წამალს, ვიდრე ძვირადღირებული წამალი რომ დაგელიათ? შეგვიძლია ვივარაუდოდ და დავასკვნათ, რომ მაღალი ფასი ნიშნავს მაღალ ხარისხს და შეიძლება თუ არა ჩვენ მოლოდინი გარდაიქმნას პროდუქციის ობიექტურ ეფექტიანობაში? ავტორი მნიშვნელოვან კითხვებს სვამს.

ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ ხარჯი და ვიყიდოთ უფრო იაფი საკვები, ან უფრო იაფი ტანსაცმელი, მაგრამ როგორ ვიქცევით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მკურნალობას? ამის დადგენას შეეცადა წიგნის ავტორი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში თავის ასისტენტებთან ერთად. გამოსაცდელი მედიკამენტი, პირობითი სახელწოდებით „ველადონა“, რომელიც რეალურად იყო ვიტამინი C, დაურიგდათ ექსპერიმენტის მონაწილეებს შესაბამის ბროშურებთან ერთად. ბროშურებში ეწერა, რომ მედიკამენტი თვისებრივად ახალი სიტყვაა ტკივილგამაყუჩებელი წამლების კატეგორიაში. ინფორმაციის ბოლოს მითითებული იყო ერთი აბის ღირებულება – 2,50 დოლარი. მონაწილეებს ცდიდნენ ელექტროშოკით, ხოლო ტკივილგამაყუჩებლის სახით აძლევდნენ ზემოხსენებულ პლაცებოს. მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავდა იმას, რომ პრეპარატის მიღებისთანავე დისკომფორტმა და ტკვილმა გაიარა, თუმცა როდესაც მედიკამენტის ფასი დაწიეს 10 ცენტამდე, უსიამოვნო შეგრძნებების და ტკივილის გაყუჩებაზე მიუთითა მხოლოდ ექსპერიმენტში მონაწილეთა ნახევარმა.

ფასმა შეიძლება შეცვალოს ჩვენი შეგრძნება, შთაბეჭდილება და გამოცდილება. პლაცებოს ეფექტს ვხედავთ ყველგან. მარკეტერები პროდუქციის რეკლამირებისას მეტწილად ხელმძღვანელობენ პლაცებოს ეფექტით და ქმნიან პროდუქტის აღქმულ ღირებულებას. ზოგი ბრენდი – პლაცებოა; ბრენდი ზოგჯერ პლაცებოა, ავტორიტეტი – პლაცებოა; აქვე ძალიან საინტერესო კითხვას სვამს დენ არიელი – თუ ადამიანი, მომხმარებელი ბედნიერია, რა მნიშვნელობა აქვს, პლაცებოს მიღების შედეგად გაბედნიერდა თუ ობიექტური ფაქტორების გამო?”

თეგები: გიორგი კალატოზიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved