• რეკლამა
  • კონტაქტი
00:39, ოთხშაბათი, 7 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია

ალია ავტორი - ალია
17:31 10-06-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

ბაზისბანკსა და ლიბერთის შორის სისტემური და ტექნოლოგიური ინტეგრაციის ფარგლებში, ბაზისბანკის ნებისმიერი ბარათის მფლობელებს თანხის განაღდება ლიბერთის ბანკომატებიდან იმავე პირობებით და ტარიფებით შეუძლიათ, რაც მათთვის ბაზისბანკის ბანკომატებში მოქმედებს. ასევე, ლიბერთის ბარათების მფლობელებიც ანალოგიური პირობებით ისარგებლებენ ბაზისბანკის ბანკომატებით.

ინტეგრაციის შედეგად, ბაზისბანკ ჯგუფის მომხმარებლებისთვის თანხის განაღდების გეოგრაფია მნიშვნელოვნად გაფართოვდა და მათ განკარგულებაში საქართველოს მასშტაბით ყველაზე ფართო ქსელი – ჯამში 700-ზე მეტი ბანკომატია, რაც მომსახურებას და საბანკო სერვისებზე წვდომას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს და კომფორტულს ხდის.

ამ ეტაპზე, ბაზისბანკის ბარათების მფლობელები ლიბერთის ბანკომატებით შეძლებენ:

  • თანხის განაღდებას ფიზიკური ბარათით;
  • თანხის განაღდებას უკონტაქტოდ და ვოლეტის გამოყენებით (Apple Pay, Google Pay);
  • ანგარიშზე ბალანსის შემოწმებას.

პინ კოდის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ბარათის ემიტენტი ბანკის ბანკომატებში.

ბაზისბანკის მომხმარებლებს იგივე პირობებით თანხის განაღდება ასევე შეუძლიათ პარტნიორი ბანკების ბანკომატებიდან: თიბისი, ხალიკ ბანკი, ბანკი ქართუ, ზირაათ ბანკი და სილქ ბანკი. ლიბერთის მომხმარებლებს – თიბისი და ბანკი ქართუ.

დამატებითი ინფორმაციის მიღება ბაზისბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ ბაზისბანკში, ხოლო ლიბერთის მომხმარებლებს – ლიბერთი ბანკში.

ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ

2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-ზე მეტი ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

2026 წლის 8 თვის ფინანსური მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9.1 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 8 თვის წმინდა მოგებამ 154 მილიონი ლარი შეადგინა.

(R)

თეგები: ბაზისბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო

17:37 10-06-2026
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
ახალი ამბები

ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია

17:31 10-06-2026
არქი
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე – მხოლოდ 24 ოქტომბერს!

14:58 10-06-2026
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“

13:55 10-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved