საფრანგეთში 24 წლის სტუდენტის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ახალგაზრდა AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ინფორმაციას საფრანგეთის წამლების სააგენტო (ANSM) ავრცელებს.
“აღნიშნული შემთხვევა კლინიკური გამოძების მიზეზი გახდა”, – ნათქვამია რეგულატორის კომუნიკეში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით არ არის საფუძველი, ლეტალური შემთხვევა “ასტრაზენეკას” ვაქცინასთან იყოს დაკავშირებული.
ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბი და პარალელურად შინაგანი სისხლდენა გახდა.
კომენტარები