მომღერალი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს ეხმაურება.
„ასეთ დროს ყველაფერი აზრს კარგავს… ისევ გარჩევები, ისევ მტრობა, შუაღამისას უკაცრიელ ადგილას თავის გადარჩენას ცდილობდა 19 წლის ბიჭი და ჩვენ ვერ გავიგეთ მისი ძახილი, ვერ მივედით საშველად. ვუსამძიმრებ გიორგის ოჯახს, ოღონდ არ ვიცი, რა სიტყვები ვუთხრა… სულისშემძვრელი ტკივილია…“
კომენტარები