ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი Twitter-ზე ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება.
“ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში ბოლო პოლიტიკური განვითარებით. ქვეყანას პოლიტიკური რევანშების დიდი გამოცდილება აქვს. დასანანია, რომ წარსული მტკივნეული აწმყო ხდება. ნებისმიერი პოლიტიკური აქტორი, და უგულავა ერთერთი საკვანძო ფიგურაა, მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს და არა – ციხეში”- წერს ევროპარლამენტარი.
კომენტარები