ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანა ახლა „უღელტეხილზე იმყოფება“, ამის თქმის საფუძველს კი კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა აძლევს. მან „დღის კურიერში“ საქართველოში არსებული კოვიდსიტუაცია შეაფასა:
“თქვენ იცით, რომ ბოლო ორი კვირის მანძილზე ჩვენ აჭარაში გვაქვს საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები, სწორედ ამ მკაცრმა შეზღუდვებმა გამოიღო ის შედეგი, რომ ჩვენ უკვე ვაკვირდებით ბოლო ერთი კვირის მანძილზე დასტაბილურებულ რიცხვს ინფიცირებულებისას, რომლებიც არიან ის საკონტაქტო პირები, რომლებიც უკვე ინფიცირებულები იყვნენ და აქედან გამომდინარე, დამატებით შეზღუდვებზე მსჯელობა, ჯერჯერობით, არ მიმდინარეობს. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ღონისძიებებიც იქნება მიღებული.
ამ ეტაპისთვის, ვაიდენტიფიცირებთ შემდეგ საჭიროებას, რომ გავზარდოთ საწოლ ფონდი აჭარაში და დღეის მდგომარეობით, უკვე აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდება დამატებით 50 საწოლის დამატება, ხოლო სხვა კლინიკები, რომლებიც ასევე არიან კოვიდ მართვაში ჩართულები, აჭარაში რეგიონში და კერძოდ ბათუმში, მათი მხრიდან მოხდება 30-მდე რეანიმაციული საწოლის დამატება, რაც ამ ეტაპისთვის და იმ რიცხვისთვის, რომელიც დღეს დღეობით გვაქვს აჭარის რეგიონში, სრულიად ფარავს საჭიროებას. რაც შეეხება ჰოსპიტალური ქსელის რესურსს, ის საკმაოდ ფართოა. ვირუსის დინამიკის შეფასებისას კი უნდა ვთქვათ, რომ ქვეყანა უღელტეხილზე იმყოფება“
კომენტარები