• რეკლამა
  • კონტაქტი
22:19, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უდიდესი დანაკლისი განიცადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემამ…” – ფოტო

ალია ავტორი - ალია
13:22 06-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ფოტოს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ალია” უცვლელად გთავაზობთ:

უდიდესი დანაკლისი განიცადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემამ. კოვიდ 19-ით დაინფიცირდა და ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა მაღალი დონის პროფესიონალი, საუკეთესო ადამიანი, შვილი, მეუღლე, მეგობარი, კოლეგა, დედა, ბებია, მრავალი თაობის აღმზრდელი და მასწავლებელი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების თანამშრომელი ლიანა ნებაძე.

ლიანა ნებაძე დაიბადა 1961 წლის 26 დეკემბერს ქალაქ ახალციხეში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო სამედიცინო სასწავლებელში, რომლის წარმატებით დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ახალციხის სანეპიდ სადგურში. სხვადასხვა დროს მუშობდა სხვადასხვა პოზიციებზე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შექმნის დღიდან 2016 წლამდე მუშაობდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში იმუნიზაციის განყოფილებაში ცივ ჯაჭვზე პასუხისმგებელ პირად, ხოლო 2012 წლიდან მუშაობდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილებაში. უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმუნიზაციის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში. იყო მობილური ამცრელი ბრიგადის წევრი, რომელიც კარდაკარ სოფელ-სოფელ ახორციელებდა იმუნიზაციას. ლია გამოირჩეოდა მაღალკვალიფიციური საქმიანობით, შრომისმოყვარეობით და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ეპიდაფეთქების ლიკვიდაციაში. მას უყვარდა მისი საქმე და არასდროს უღალატია მისთვის. თუნადაც მძიმე ოთხმოცდაათიან წლებში, როცა ქვეყანაში არსებული კრიზისის გამო მრავალი სისტემა განიცდიდა რღვევას და ჩამოშლას, იგი ჩვეული ენთუზიაზმით (უხელფასოდ და ყველასთვის მძიმე სოციალურ პირობებში) განაგრძობდა მუშაობას და დარგის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვას. იგი იყო პატრიოტი.

ლია იყო მეგობრული, გულისხმიერი, თავმდაბალი და კეთილი ადამიანი, სხვისი ლხინისა და ვარამის გამზიარებელი, ყველას დამხმარე და ხელშემწყობი. ყოველთვის მის მოვალეობად მიაჩნდა მეგობრებზე, კოლეგებზე, ახალგაზრდა თაობაზე და ყველა გარშემომყოფზე ზრუნვა. მასთან მუშაობა იყო კომფორტული, ცოდნისა და გამოცდილების შემძენი. მისი პროფესიული საქმიანობიდან და პიროვნული ღირსებებიდან გამომდინარე ყოველთვის პატივისცემას, სიყვარულს და მოწიწებას იმსახურებდა. მან სამი საუკეთესო და სამაგალითო შვილი აღუზარდა ქვეყანას.

უსაზღვროა მისი არ ყოფნით გამოწვეული სევდა. ჯერ ხომ კიდევ რამდენის გაკეთება შეეძლო …

თეგები: დაავადებათა კონტროლის ცენტრი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved