• რეკლამა
  • კონტაქტი
18:43, სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უდაბნოს მონასტერი ისტორიულად არის არა მარტო საქართველოს კუთვნილება, არამედ თითოეული ჩვენგანის სული და ხორცი – მამუკა ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
13:38 10-09-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

„ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. პოლიტიკური პარტიის ლიდერი თვლის, რომ ეს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და მიზნად ისახავს არჩევნებზე თავის სასარგებლოდ ქულების დაწერას. 

ხაზარაძე მიიჩნევს, რომ საკითხის ასეთი სახით წამოწევა და აჟიტირება ჩვენი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია. რაც შეეხება პროკურატურას, მამუკა ხაზარაძე უწყებას უნდობლობას უცხადებს. 

„როდესაც ჩვენი ორი მეზობელი ქვეყანა არის საომარ მდგომარეობაში, ვფიქრობ, ის, რაც ხდება, მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნოდ ქულების დაწერას შეიძლება დავუკავშიროთ. ძალიან სახიფათო თემასთან გვაქვს საქმე, რომელსაც „ქართული ოცნება“ იყენებს მხოლოდ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ვსაუბრობთ ჩვენს მიწებზე და არ ვაპირებთ მის დათმობას, რადგან უდაბნოს მონასტერი ისტორიულად არის არა მარტო საქართველოს კუთვნილება, არამედ თითოეული ჩვენგანის სული და ხორცი. მაგრამ ამას სჭირდება ძალიან სერიოზული ნაბიჯები და არა ის, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს. პროკურატურის არ მჯერა, რადგან პროკურატურა პოლიტიკურად მოტივირებულია, ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ხაზარაძე განმარტავს, რომ პროკურატურას სიმართლესთან კავშირი არ აქვს. აღნიშნული უწყება, „ქართული ოცნების“ თაოსნობით, მუშაობს ემოციური ფონის გაღვივებაზე, დავით გარეჯი კი საქართველოსთვის სენსიტიური თემაა. „მხოლოდ მე კი არა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი არ ენდობა პროკურატურას. ახლა მიდის ემოციებზე მუშაობა და ამ ემოციების გაღვივება, “ოცნება” კი ამ ყველაფრის საარჩევნოდ გამოყენებას შეეცდება. თუმცა, ეს არ გამოუვათ, რადგან სწორად ვერ გათვალეს. ეს არის ძალიან ფაქიზი თემა და სცდება წინასაარჩევნო კალენდარს. თვითონ ის ფაქტი, რომ 14 წლის წინანდელ ამბავს არჩევნების წინ ასაჯაროებენ, მათზე მეტყველებს უარყოფითად, რადგან მთელი 8 წელი ამ ამბით არ ინტერესდებოდნენ და მხოლოდ ახლა, ოქტომბრის არჩევნებისთვის გაახსენდათ. „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ ის არჩევნებს აგებს და ასეთი სენტიმენტალური საკითხით ცდილობს ხმების მოპოვებას, რაც არის პოპულიზმი,“ – აცხადებს ხაზარაძე.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved