საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა:
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, საქართველო თუ არის წარმატებული „კოვიდის“ გავრცელებასთან ბრძოლაში, წარმატებული არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გადავდგით დროული, პრევენციული ნაბიჯები, პირველ რიგში, კონტროლი საზღვრებზე, ჩვენ შევძელით არ დაგვეშვა იმპორტირებული ინფექციის გავრცელება ქვეყანაში.
ძალიან ეფექტური იყო საკარანტინო ზონების შექმნა. უაღრესად ეფექტური იყო ის ნაბიჯები, რომლებმაც მოგვცა საშუალება, ქვეყანაში მობილობის შემცირების. თუ დღეს საქართველოში, საშუალოდ, ყოველდღიურად, ჩვენ გვყავს ინფიცირებულების რაოდენობა მაგალითად ორი, ხუთი და შეიძლება გვყავდეს ათი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი არის დამარცხებული.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, ვიზრუნოთ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ოღონდ გავაკეთოთ ეს ისე, ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, ფრთხილად, ეტაპობრივად და არა ერთბაშად, განაახლონ თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა იმისთვის, რომ უბრალოდ ოჯახი არჩინონ“ (1tv)
“ალია” – იმ ფონზე, რომ ადამიანების უმეტესობა დახმარების პროგრამაში ვერ მოხვდა, იმის გათვალისიწნებით, რომ ვინც მოხვდა ამ პროგრამაში, იმათ უმრავლესობას ის 200 და 300 ლარიც არ ჩარიცხვია ჯერ – პრემიერი მართალია, ჩვენ თავად უნდა ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები და არავისი იმედი უნდა გვქონდეს.
ვარჩინოთ ოჯახები, მაგრამ ფრთხილად, ეტაპობრივად, ბევრი არ მოგვივიდეს, მით უფრო, რომ ამირან გამყრელიძის თქმით, “ჩვენ თვითონ, ინფექცია დიდი არ გვაქვს ქვეყანაში…”
კომენტარები