• რეკლამა
  • კონტაქტი
07:31, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უბრალოდ ეს ჩემი აზრია ემიგრაციასთან დაკავშირებით!..ვისაც არ მოგწონთ, ჩემი წერილები,თქვენ ან ცივი წყალი დალიეთ ან ..”-თემურ კილაძე

ალია ავტორი - ალია
13:39 03-31-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
223

არც არავის განსჯას ვაპირებ, შეგიძლიათ თავს არ დამესხათ, უბრალოდ ეს ჩემი აზრია ემიგრაციასთან დაკავშირებით, რადგან თავადაც კარგად ვიცი რას ნიშნავს მიგრაცია“ – წერს თემურ კილაძე, ის სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნებს ემიგრაციასთან დაკავშირებულ თემატიკაზე სხვადასხვა წერილებს.

„დედას და მამას, ყოველ ზაფხულს, შვილი მატარებლით მიჰყავდათ ბებიასთან, სოფელში, მეორე დღეს,
ისინი, იმავე მატარებლით, ბრუნდებოდნენ შინ.
ბიჭმა, როდესაც გაიზარდა, მშობლებს უთხრა:
– უკვე ისეთ ასაკში ვარ, წელს ბებოსთან მარტო წასვლა რომ ვცადო, რას იტყვით?
მოკლე დისკუსიის შემდეგ, მშობლები შეთანხმდნენ, ბიჭი ბებიასთან გაეშვათ. ისინი სადგურის ბაქანზე იდგნენ და ფანჯრიდან ბოლო რეკომენდაციებს იძლეოდნენ. ბიჭი იმეორებდა:
– კი, ვიცი, ვიცი, ასჯერ მითხარით უკვე… მატარებელი, სადაც იყო, აპირებდა გასვლას, რომ მამამ უთხრა ბიჭს:
– შვილო, თუ უეცრად ცუდად გახდი ან შეგეშინდა, ეს შენთვისაა! – და შვილს ჯიბეში რაღაც ჩაუდო.

ბიჭუნა მარტო დარჩა მატარებელში, იჯდა ვაგონში, მშობლების გარეშე, პირველად. ცნობისმოყვარედ იყურებოდა ფანჯრიდან. ირგვლივ უცნობმა ადამიანებმა შეავიწროვეს, იხმაურეს, კონტროლიორმა მარტოობაზე კომენტარი გააკეთა, ვიღაცამ განკითხვით შეხედა და, უეცრად, ბიჭმა ძალიან უხერხულად და სევდიანად იგრძნო თავი, უფრო და უფრო დაბლა დაიხარა, სავარძლის კუთხეში ჩაეშვა და ცრემლებმა თავისით იწყეს თვალებიდან დენა…
უეცრად, სრულიად მარტოსულს, გაახსენდა, რომ მამამისმა ჯიბეში რაღაც ჩაუდო. აკანკალებული ხელი ჩაიყო ბავშვმა ჯიბეში და იქ რაღაც ფურცელი იპოვა, რომელზედაც ეწერა:
– შვილო, ბოლო ვაგონში ვართ!…

თემურ კილაძე: ერთხელ უკვე დავწერე, რომ თქვენი შვილები გაცალმტვერებულს დაგახვედრებს ყველაფერს თუ თქვენ არ შეიცვლებით. კი იმართლებთ თავს რომ პირველ ვაგონში გვყავს შვილები და რა ვქნათო, მაგრამ…. თქვენ შვილებს რა მაგალითი მიეცით?! დედა ვერ იტირეთ, მამა ვერ იტირეთ და ბევრი კიდე სხვა და მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ მოიცალეთ.

100% ვიცი, რომ თქვენი პირველ ვაგონში მჯდომი შვილები, როგორც კი გადაჯდებიან ბოლო ვაგონში, თქვენც ისევე მოგექცევათ, ამიტომ ხალხო მოსინჯეთ და შეიცვალეთ. ვისაც არ მოგწონთ, ჩემი წერილები და წერთ რა მძიმე პოსტებს წერს, რა საშინელი კაციაო, – თქვენ ან ცივი წყალი დალიეთ ან ანეკდოტები იკითხეთ. ვიცი რომ მე ჩემი ცხოვრება მაქვს და თქვენ თქვენი, ჩვენი გზები არ იკვეთება. მე პირველ ვაგონშიც კარგად ვგრძნობდი თავს და ბოლოშიც ყველაფერი ადამიანურად გავაკეთე.

წარმატებები თქვენ ქართველო ემიგრანტებო. აუცილებლად მოვყვები თქვენზე, 2 აპრილს რომში ტელევიზიაში, მაგრამ ვიტყვი ყველაფერს კარგს, ცუდს სხვის გასაგონად ვერ ვიტყვი, ცუდს მხოლოდ აქ გეუბნებით ჩვენს შორის რომ დარჩეს.“

თეგები: ემიგრაცია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved