გურჯაანში, ე.წ. ობელისკების მიმდებარე ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა — 60 წლის კაცი უმოქმედო, მიწისქვეშა წყლის ძველ ავზში ჩავარდა და დაიღუპა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ჭის ბეტონის გადახურვა წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო, რის გამოც ფეხით მოსიარულის წონას ვერ გაუძლო და ჩაინგრა. მომხდარმა ტრაგედიამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი საფრთხის შემცველი ინფრასტრუქტურის გამო პასუხისმგებლობას შესაბამის სამსახურებს აკისრებენ და ტერიტორიის სასწრაფოდ უსაფრთხოებას ითხოვენ. ინფორმაციას ,,მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს











კომენტარები