• რეკლამა
  • კონტაქტი
18:02, ოთხშაბათი, 18 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უარყო ტყვეების დახვრეტა, მაგრამ ისეთი დათქმა გააკეთა, რომ ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეთ”– მალხაზ პატარაია

ალია ავტორი - ალია
20:00 08-11-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,784
აფხაზთა კრების თავმჯდომარე, მალხაზ პატარაია:
გიორგი ბარამიძემ უარყო აფხაზეთში ტყვეების დახვრეტა. ბოდიში მოიხადა და ეს უკვე კარგია, მაგრამ ისეთი დათქმა გააკეთა, რომ ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეთ. ის მერამდენე დღეა წერს, რომ ახლა თურმე ადგილობრივი მოსახლეობა ,,ხვრეტდა“ მოწინააღმდეგეს ბრძოლის ველზე და ჰგონია, რომ ამით თავის ნათქვამი შეამსუბუქა. მაგალითად სულ ბოლო: ,,ომის პირობებში, ბრძოლის მიმდინარეობისას, როცა შვილმოკლული, დედა ან მამა მოკლული ადამიანი მტერს არ დაინდობს, არ იზრუნებს ტყვეების აყვანაზე და მტერს ტყვიას ესვრის, დაცხრილავს, ან “დახვრიტავს”, ამაში არც გასაკვირია რამე და არც ვინმესთვის თუნდაც ოდნავი ჩრდილის მიმყენებელი, რადგან ომი ომია და ამიტომაა სასტიკი და ცუდი, რომ ადამიანს ადამიანის მოკვლა უწევს“. ამ აზრს ის სულ იმეორებს,- სიმართლე ვთქვიო. არც ეს არის სიმართლე.
არ ვიცი მისი გათვითცნობიერებულობა სამართალში, მაგრამ დეპუტატიც იყო, შს და თავდაცვის მინისტრი და ასეთი ელემენტარულ საკითხები არ უნდა ეშლებოდეს. ძალიან მარტივია – ,,დახვრეტა“ ნიშნავს სასამართლოს განაჩენით ან მის გარეშე ცეცხლსასროლი იარაღით პირის სიკვდილით დასჯას. მიაქციეთ ყურადღება ბოლო სიტყვას-,,დასჯას“. შესაბამისად, საომარი მოქმედებების დროს ტყვის დახვრეტა არის სიკვდილით დასჯა სასამართლოს გარეშე, ანუ ომის დანაშაული, რაც ბ-ნი ბარამიძისგან უარყოფილია. მაგრამ ომის დანაშაული არის აგრეთვე ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგე მხარის ჯარისკაცის ,,დახვრეტა“ (ზოგადად ,,თავდასხმა“), რომელიც მაშინ ხდება, როდესაც მას თავის დაცვის უნარი არა აქვს, არ შეუძლია ან არ სურს ბრძოლა (,,hors de combat“) – დაჭრილია, ავადმყოფია, უგონოდაა, აშკარად გამოთქვამს დანებების სურვილს და ა.შ. ყველა ამ შემთხვევაში იგი თავს უნდა იკავებდეს მტრული მოქმედებებისაგან და არ ცდილობდეს გაქცევას. განსაცდელში მყოფი საჰაერო ხომალდიდან პარაშუტისტებზე კიდევ ცალკეა. აგრეთვე, აკრძალული საომარი მოქმედებების წარმოება პრინციპით ,,არავინ დარჩეს ცოცხალი“ (იხ.ჟენევის კონვენციების 1-ლი დამატებითი ოქმი, 1977, მუხლი 40, 41,42).
ერთი სიტყვით, ომის კანონი ასეთია: შეგიძლია მოკლა, ის ვინც შენს მოკვლას ცდილობს, მაგრამ ვერ მოკლავ იმას, ვინც ვერ ან არ იბრძვის. აღნიშნული განმარტებით ბ-ნი გიორგი ერთმანეთში ურევს ლეგიტიმური სამიზნის განადგურებას და ბრძოლიდან გასული პირის მკვლელობას, რომელსაც ასევე ,,დახვრეტა“ ჰქვია და ომის დანაშაულია.
გარდა ამისა, რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას, პირველ დღეებში და ვიდრე გაგრის კატასტოფამდე მას იარაღი არ ჰქონდა. ის კი არა, რაც ჰქონდა, მშვიდობის დროს ჩამოართვეს. იყო მხოლოდ ადგილობრივი გვარდიისა და ,,მხედრიონის“ ოფიციალური შენაერთები. 23-ე და 24-ე ბრიგადებიც სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა.
ასე, რომ ,,დახვრეტის“ უარყოფა უნდა მოხდეს ერთმნიშვნელოვნად და სრულად, როგორც ტყვეების, ისე ბრძოლის ველზე, არ ტოვებდეს ინტერპრეტაციების შესაძლებლობას და უაზრო გამოსავლის ძიებაში გზადაგზა სახელდახელოდ ახალი სისულელეები არ ითხზვებოდეს. მით უფრო, რომ მტერს ეს ჩვენთვის არასდროს, არსად დაუბრალებია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A.-ს განსაკუთრებული შეთავაზება სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A.-ს განსაკუთრებული შეთავაზება სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის

14:25 11-18-2026
თიბისიმ ADB-სა და IFC-ს მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისიმ ADB-სა და IFC-ს მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა

13:55 11-18-2026
„ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“ – შეხვედრა ზაალ კოკაიასთან და ალექსანდრე ცისკარიძესთან
ახალი ამბები

„ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“ – შეხვედრა ზაალ კოკაიასთან და ალექსანდრე ცისკარიძესთან

12:37 11-18-2026
თიბისის მობაილბანკში ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკში ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

12:27 11-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved