• რეკლამა
  • კონტაქტი
01:20, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტვ პირველი” ტერმინის “სქროლვა-სქრინვის სააგენტო” გამო 5000 ლარით დააჯარიმა

ალია ავტორი - ალია
18:03 08-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
497

“ტვ პირველი” მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინი “სქროლვა-სქრინვის” გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება დღეს, რამდენიმე საათს წინ გამოაცხადეს. მედიის ცნობით, სხდომა, რომელზეც საჩივარს განიხილავდნენ, მოპასუხე მხარის გარეშე ჩაаტარეს. “ტვ პირველის” არც ერთი წარმომადგენელი სხდომას არ ესწრებოდა – ამის შესახებ წინსწრებით ჰქონდათ ინფორმაცია კომისიის წევრებს, მაგრამ განხილვა მაინც არ გადადეს.

რაც შეეხება საჩივარს, სადავო გახადეს წამყვანის მიერ ტელეეთერში ნათქვამი შემდეგი სიტყვები- „სქროლვა სქრინვის სააგენტოს მიერ ადამიანების ციხეში გაშვებას ქვეყანაში დიდი პროტესტი და პერფორმანსები მოყვა.”

“ტვ პირველის” იურისტი, თორნიკე მიგინეიშვილი ამბობს, რომ მიღებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია.

რა თქმა უნდა, თვითონ გადაწყვეტილებას, არ იყო მოულოდნელი. პრაქტიკა აქვს უკვე მარეგულირებელ კომისიას კრიტიკული მედიის მიმართ, რომ იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არ არის დასაბუთებული და იღებენ გადაწყვეტილებებს ისეთებს, რომლებიც მიზანმიმართულია გამოხატვის თავისუფლებსი წინააღმდეგ. მათ შორის რამდენიმე გადაწყვეტილება ჩვენ თბილისის საქალაქო სასამართლოშიც გვაქვს გასაჩივრებული, თუმცა ეს არის ფორმალური. მიუხედავად იმისა, პროცესი რომ ჩაინიშნოს სასამართლოში, ვიცით, რა იქნება გადაწყვეტილება. 

პროცესებიც არ ინიშნებოდა დაახლოებით 4 წლის წინ, მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით შეტანილი საჩივრები დღემდე არ აქვს სასამართლოს განხილული. გარდა ამისა, რა თქმა უნდა სანქციები არის მზარდი – თუ ის პირველ ეტაპზე იყო 2500-3000-5000 ლარი, სამომავლოდ ის სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტი იქნება და რაც ყველაზე მთავარია, ეს აძლევს საფუძველს მარეგულირებელ კომისიას, რომ იმსჯელოს უკვე ლიცენზიის შეჩერებაზე, რაც არა მარტო ტელეკომპანია “პირველისთვის”, ზოგადდ ქვეყნისთვის იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება”, – ამბობს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved