• რეკლამა
  • კონტაქტი
17:54, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტვ პირველი” ყველაფერს გააყალბებს – ფაქტს, კომენტარს, თარიღს, ამინდს, სქესს…”

ალია ავტორი - ალია
15:26 05-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“უკანასკნელ პერიოდში ქართულ მედიასივრცეში განვითარებული მოვლენების ზედაპირული ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ “მთავარი არხის” კვლადაკვალ, მიხეილ სააკაშვილმა ახლა უკვე “ტვ პირველზე” დაამყარა სრული კონტროლი და როგორც უზურპატორს სჩვევია, საკუთარ წარმომადგენლად ტელევიზიაში სანდოობის ზენიტში მყოფი ფილდკომანდერი, უკადრებლის მკადრებელი ნოდარ მელაძე მიავლინა. ამ სპეცოპერაციის ჩასატარებლად მას პატარა ტრიუკის ჩატარება დასჭირდა, რაც ნიკა გვარამიასა და ნოდარ მელაძეს შორის არარსებული კონფლიქტის გათამაშებაში გამოიხატა.

“ჩაჯმულ ფილდკომანდერს” (copyright მ.სააკაშვილი) და შესაბამისად, “ტვ პირველს” მისიაც შესაბამისი განესაზღვრა – ფსევდო-ნეიტრალური მედიის პლატფორმიდან მოახდინოს “ქართული ოცნების” ხელისუფლების, მისი მხარდამჭერებისა და “ოცნებისადმი” ლოიალურად განწყობილი პირების განუწყვეტელი ბულინგი [დამუნათება]. სწორედ მელაძემ, როგორც “ფეიკის” შექმნის სწორუპოვარმა ოსტატმა, უნდა გადააწყოს “ტვ პირველი” ყალბი ამბებისა და ცილისწამების კონვეირულად მწარმოებელ ფაბრიკად. გაყალბდება და ფაბრიკაციას დაექვემდებარება ყველაფერი, რაც ბუნებაში ნატურალური ფორმით არსებობს – აუდიო და ვიდეო მასალა, საჯარო და კერძო დოკუმენტები, საფოსტო თუ კერძო კორესპონდენცია, საქმის მასალები, ფაქტი, მოვლენა, კომენტარი, თარიღი, ამინდი, სქესი… ეს ყველაფერი გაყალბდება, რათა გადაიქცეს “ოცნების” ხელისუფლების წევრთა და მხარდამჭერთა “კომპრომატად” და ჩაირთოს ბულინგისა და “სლატ შეიმინგის” (ჩვენებურად, შერცხვენის) კამპანია.

ყველაფერი დღესავით ნათელია, გეგმა გაშიფრულია. თუმცა, ნოდარმა და მისმა მყრალმა დამკვეთმა უნდა იცოდნენ, რომ ეს ცრუ კამპანია ბოლო ლურსმანი იქნება კიევში მერამდენედ ჩაფლავებული მიჰაილოს კუბოში და მხოლოდ გაგვაძლიერებს რწმენაში მათ, ვისაც მოძალადე რეჟიმის რევანშისგან საკუთარი ოჯახის, ქვეყნის, ერის დაცვა საკუთარ საქმედ და ბედისწერადაც მიგვიჩნევია.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved