• რეკლამა
  • კონტაქტი
14:04, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტურიზმი სრულად 2023 წლამდე არ აღდგება” – Cushman & Wakefield

ალია ავტორი - ალია
20:25 01-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
125

საქართველოში, ისე როგორც, მთელს მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმი სრულად 2023 წლამდე არ აღდგება. ამის შესახებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანიის Cushman & Wakefield-ის ანგარიშში, სადაც ტურიზმის სექტორის 2021 წლის მოლოდინებია მიმოხილული.

„სასტუმრო სექტორი პანდემიამ განსაკუთრებულად დააზარალა. ჯავშნების გაუქმება თებერვლის ბოლოდან დაიწყო, მარტის შუა რიცხვებში კი, ქალაქის მასშტაბით ყველა სასტუმრო დაიკეტა. მიუხედავად ამისა, როგორც ბრენდული, ისე არა ბრენდული სასტუმროების მფლობელები სეზონზე 70-90%-იან დატვირთულობას პროგნოზირებდნენ, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებისა და ჩაკეტილი საზღვრების პირობებში ოპერატორთა მოლოდინი არ გამართლდა და სექტორი ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ჯავშნების დაუსრულებელმა გაუქმებამ გამოიწვია მრავალი სასტუმროს დახურვა. საერთაშორისო ტურიზმის შეფერხების ფონზე, ტურისტების ყოველთვიური რაოდენობა 50,000-55,000-მდე შემცირდა, რაც გასულ წელთან შედარებით 81%-ით დაბალი მაჩვენებელია. მოცემულ პერიოდში, ბრენდული სასტუმროების დატვირთულობა 5-8%-ებს შორის მერყეობდა, რაც აღნიშული სექტორის პარალიზებას ნიშნავს“, – აღნიშნულია მიმოხოლვაში.

Cushman & Wakefield-ის ანგარიშის თანახმად, სასტუმრო სექტორის აღდგენა პირდაპირ კავშირშია ვაქცინის ეფექტურ დისტრიბუციასთან და ამასთან, კრიზისით გამოწვეული პესიმიზმისა და უნდობლობის დაძლევასთან. ამიტომ მათი პროგნოზით, როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმი სრულად 2023 წლამდე არ აღდგება.

„თუმცა არსებობს ტურიზმის სწრაფი აღდგენის გარკვეული მოლოდინიც. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ დასვენების მიზნით მოგზაურთა წილი საერთო ტურიზმის 40-43%-ია, ბიზნეს ტურიზმის კი მხოლოდ 6-8%. დასვენების მიზნით მოგზაურობას საფრთხე არ ემუქრება, რასაც ვერ ვიტყვით ბიზნეს ტურიზმზე. გარდა ამისა, საერთაშორისო ტურისტების 70-75% ხმელეთით გადაადგილდება, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ ავიამიმოსვლის ხარვეზების მიუხედავად, ტურიზმის სექტორს მნიშვნელოვანი საფრთხე არ ემუქრება. და ბოლოს, ტურიზმის აღდგენის საწყის ფაზაში, აქტუალური იქნება არახალხმრავალი ადგილები, საქართველოს, კი ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს“, – წერია პუბლიკაციაში.

წყარო – კომერსანტი

თეგები: კორონავირუსიტურიზმიშეზღუდვები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved