ჟურნალისტი ია ანთაძე სოციალურ ქსელში წერს:
„პოლარიზაციის და ნდობის დეფიციტის ერთი ყველაზე სავალალო შედეგი ის არის, რომ ფაქტი გაქრა ჩვენი რეალობიდან. ვისაც რისი სწამს და სჯერა, მისი ფაქტი ის არის. ეს კი კლავს დიალოგის შესაძლებლობას. მხოლოდ ნდობის დაბრუნებით შეგვიძლია ფაქტის დაბრუნება. ნდობას კი იწვევს სტანდარტის დაცვა ხანგრძლივად. ამ შემთხვევაში, სტანდარტი არის სიმართლე, რომელიც ჩვენი რწმენების მიღმა არსებობს.
წვრილ და მსხვილ საკითხებში ვამხილოთ ტყუილი, ვეძებოთ სიმართლე, მოვიპოვოთ ნდობა და ფაქტს დავუბრუნოთ ნამდვილი შინაარსი – ეს მგონია დღევანდელი დღის ყველაზე აქტუალური და გადამწყვეტი ამოცანა. ზოგადად კი ჟღერს, მაგრამ ძალიან კონკრეტული მიზნისკენ მიმავალი აუცილებელი ნაბიჯია.“
კომენტარები