• რეკლამა
  • კონტაქტი
02:30, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წუხელ სიტუაცია უკონტროლო გახდა. გადაწვეს ქუჩები… – რას ყვებიან ისრაელში მცხოვრები ქართველები

ალია ავტორი - ალია
13:55 05-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

ისრაელში არსებულ სიტუაციაზე იქ მცხოვრები ქართველები საუბრობენ.

ქალაქ ლოდში მცხოვრები ქართველის, ელგა ბუჩუკურის ინფორმაციით,   ქალაქში სიტუაციას ჯარი აკონტროლებს, საქართველოს საელჩო კი მათ სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

“მე ვიმყოფები ქალაქ ლოდში. ჩვენთან შედარებით რთული სიტუაცია იყო გუშინდელი დღის განმავლობაში და წუხელ. თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ პალესტინიდან ინტენსიურად იბომბებოდა მთელი ქვეყანა, თვითონ ლოდშიც საკმაოდ დიდი არეულობა იყო.

შეტაკება იყო არაბ მოსახლეობასა და ადგილობრივ პოლიციას შორის. სიტუაცია უკონტროლო გახდა. დაიწვა მანქანები გადაწვეს ქუჩები. ძლიან უკონტროლო იყო სიტუაცია.

შემდგომ გამოიძახეს ჯარი, ახლა ქალაქში სიტუაციას ჯარი აკონტროლებს. ამბობენ, რომ ქალაქში არ გავიდეთ, საელჩო მოგვიწოდებს, რომ დავრჩეთ სახლში, ვიყოთ დაზღვეულები.

ჩვენ მოხუცებთან ვმუშაობთ და ისედაც არ გავდივართ ქალაქში, მაგრამ მაინც გვაფრთხილებს საელჩო. ხან ბუნკერებში ვართ ხან დამცავ ოთახებში ვართ”,- თქვა ელგა ბუჩუკურმა.

დაძაბული ვითარება იყო   თელ ავივთან ახლოს მდებარე ქალაქშიც.  იქ მყოფი ქართველი  ამბობს, რომ ქალაქში შეტაკებები 10 საათიდან დაიწყო და გვიან ღამით კვლავ განახლდა. მისივე თქმით, ამ დროისთვის სიტუაცია ჩაწყანრებულია.

“მე ვარ ქალაქ პართიანში, ეს თელ ავივთან ახლო მდებარე ქალაქია. წუხელ ღამის 10 საათზე განგაშის სიგნალი ჩაირთო, განგაშის სიგნალიდან უკვე 30 წამში გასაუვნებელყოფელი რკინის გუმბათის გაშვება ხდება და ჰაერში ამ ბომბებს იჭერს. სადღაც 150 ჭურვამდე იყო გამოშვებული.

12 საათზე ყველაფერი ჩაწყნარდა, სადღაც 3-ის ნახევრიდან ისევ განახლდა. მთელი ღამე არ გვიძინია. თუკი რამე ტერიტორია არსებობს ისრაელში ყველგან უშვებდნენ ამ რაკეტებს, ამ დილით ჩაწყნარებულია სიტუაცია”,- თქვა ნინო მათურელმა.

წყარო – cyc.ge

თეგები: ისრაელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved