• რეკლამა
  • კონტაქტი
22:06, ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წუხელ ჰაერში 120 ათასი ლარი გავისროლეთ!”

ალია ავტორი - ალია
14:40 07-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

“ლეიბორისტული პარტიის” ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი, სოციალურ ქსელში, წერს:

“კახეთის გუბერნატორმა თქვა (ტყუილს ჰო არ იტყოდა) და ,,დელტამაც” დაუდასტურა, წუხელ კახეთში 150 სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა ვისროლეთ, მაგრამ რაცაა ესაა, ჩვენ მამა ღმერთები კი არ ვართ, მთავარია, რომ წარღვნიდან გიხსენითო.

დამაინტერესა, 150 რაკეტის ღირებულებამ. არ დავიზარე და ჩავუღრმავდი.

სადღაც ვნახე, ძველი ინფორმაცია კომპანია “დელტა“ 2 მილიონ ლარამდე ღირებულების 2700 ერთეულ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტას შეიძენსო. ისევ არ დავიზარე და 2 მილიონი ლარი 2700 რაკეტაზე გავყავი და 810 ლარი მივიღე.

მერე ისევ არ დავიზარე, ერთი რაკეტის ღირებულება 810 ლარი გუშინ ჰაერში გასროლილ 150 რაკეტაზე გავამრავლე და 122 ათას 255 ლარი მივიღე.

მერე ფიქრი არ დავიზარე : 122 ათას 255 ბევრია, თუ ცოტა? კაი, 255 ლარზე ნუ დავწრილმანდებით, და 122 ათასი ჰო გავისროლეთ?!

2 ათასიც გრიგოლიჩის მხარეს იყოს და 120 ათასი ჰო ნაღდია?! მერე კი მეზარებოდა ნამეტანი, მაჰრამ მაინც არ დავიზარე ჩაფიქრება და….

დაიცა, წუხელ ჰაერში 120 ათასი ლარი გავისროლეთ?!

ბოლოს, საკუთარი თავის დამშვიდება საერთოდ აღარ დავიზარე: კა, კაცო, ეგეთები გვინახავს და გაგვიგია?! რა არის 120 ათასი ლარი ჩვენთვის?! გინდ გვქონია და გინდ _ არა, თან როცა მეორედ მოსვლა აგვაცილა ჩვენმა მოხერხებულმა, დარდიანმა ხელისუფლებამ.

ჰოდა ეგრეეე! მეორედ არ დაიზაროთ თქვენმა გაზრდამ და 200 გაისროლეთ, სადაც 120, იქ 200 ათასი, იქნებ ერთი მაინც მოარტყათ”

თეგები: ნინო მეტრეველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
ახალი ამბები

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

13:17 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved