სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი გიორგაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ცუდია როცა კითხვა ისმის: 300 ლარი ეყოფა ოჯახს?
არა ყოფნით რო არ ეყოფა ეს ყველამ კარგად ვიცით მაგრამ არც იმას არ ამბობს ვინმე რომ ეყოფა, ეს თანხა არის ის რის საშუალებასაც აქვს ბიუჯეტს და ეს უნდა გავიგოთ.
ცნობისთვის 300 ლარი აქვს ხელფასი: კონსულტანტებს, ექთნებს, სანიტრებს და კიდევ ბევრ დარგს მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს თანხა მათ ყოფნით, უბრალოდ სულ არაფერს ხომ სჯობს?
ბოლო ერთი კვირის მანძილზე თურქეთში ყოველდღიური ინფიცირებულების მატება მინიმუმ 2000-ია აქედან გამომდინარე სრულად ვიზიარებ იმას რომ საზღვარი მანამ არ უნდა გაიხსნას სანამ ეპიდემიოლოგიური რისკი მინიმუმამდე არ დავა.
ძალიან ცუდია როცა ამ ყველაფერს პოლიტიკურ იარაღად იყენებს ის ძალა რომლის წევრებსაც პანდემიის დაძლევისათვის არაფერი გაუკეთებიათ, ისინი მოქალაქეებზე დახმარების ნაცვლად მთელი ეს პერიოდი სცდილობდნენ ხელშეშლას ამა თუ იმ საქმიანობაში.
ერთ-ერთი მათი გუნდის წევრი და ლიდერი მწერდა კომენტარებში რო მოქალაქეებს შიოდა, როცა მას ვთხოვე; წამოსულიყო და ერთად დაგვერიგებინა მათთვის პროდუქტები ან სია მოეწოდებინა, მისგან პირობა მივიღე რო ის აუცილებლად მომცემდა ამ მოქალაქეების სიას მაგრამ მან არც სია მომაწოდა და არც მიმყვა კონკრეტულ ოჯახებში და იცით რატომ?! იმიტომ რომ სულ არ აინტერესებთ მოქალაქეების ყოფა და სავაჭრო საგნათ მიაჩნიათ მათი გაჭირვება.
უბრალოდ ჩემ თავს არასოდეს ვაკადრებ იმას რო პირადი მიმოწერა გავასაჯაროვო თორე სხვა ბევრად უარესებშიც დარწმუნდებოდით.
ისე ამ დროს აჭარაში ყველა ის მოქალაქე იყო დაკმაყოფილებული ვისაც ცხელ ხაზზე ქონდა დანარეკი, მთავრობის სარეზერვო ფონდისაგან იყო დარიგებული 20 000 ოჯახში,ასევე აქტიურად იყო ჩართული ქალაქის მერია მასში შემავალი აიპებით და კერძო სექტორი.”
კომენტარები