• რეკლამა
  • კონტაქტი
20:31, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ცუდი ამბავი მაქვს რეჟიმისთვის!” – ვახუშტი მენაბდე

ალია ავტორი - ალია
16:37 01-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16,025

კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე:

ცუდი ამბავი მაქვს რეჟიმისთვის!
საზმაუდან გუშინდელი ჯადოსნური მარშის შემდეგ, რაც ნამდვილად დავინახეთ ის არის, რომ პროტესტის მუხტი არსად ჩამქრალა, უბრალოდ საჭიროა ახალი ფორმები, შინაარსი, დინამიკა. გუშინ ამ საჭიროებას უპასუხა იმ ჯგუფმა, რომელიც 60 დღეა პირველ არხთან აქციებს აორგანიზებს, მუხლჩაუხრელად შრომობს, იხარჯება, ფიქრობს და მოქმედებს. ეს ხალხის მიერ შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ამიტომ გამოეხმაურა ამდენი ადამიანი მოწოდებას შემოერთებოდა პროტესტს.
ბევრი ასეთი ჯგუფი გვინდა, ბევრი ასეთი წერტილი, ბევრი ასეთი თავდადება და რეჟიმი ვერ გაუძლებს. რეჟიმს ბზარები აქვს და გუშინდელმა დღემ კიდევ ერთი დიდი ბზარი დაუმატა ავტორიტარულ წესრიგს. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ეს ბზარი სისტემას ვერ ჩამოშლის, ამიტომ მეტი უნდა ვიმუშავოთ.
მადლობა ყველა თანამებრძოლს ვინც ეს დღე შექმნა და მადლობა ყველა ადამიანს, ვინც გუშინ მოვიდა საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად.
აქ მარიამ ნიკურაძის გადაღებულ ფოტოს დავდებ. განზრახ შევარჩიე ის – არაფერი გადაპრანჭული (თაკოს გარდა ყველა საშინლად გამოვიყურებით), ის საუკეთესო გადმოსცემს აურას. ჩემთვის დიდი პატივია, იშვიათად, როცა გოტას არ აქვს ამის საშუალება, თაკოს, ლეკას, სონას და მარშის სხვა წამყვანების მეგაფონი ვატარო ხოლმე. გუშინ ისე დაემთხვა, რომ გოტა შეუძლოდ გრძნობდა თავს, ამიტომ დუბლიორი დასჭირდა. 
როცა მეგაფონი მომაქვს სულ ერთი აზრი მიტრიალებს თავში: ატარო, რაღაც, რაც მეორე ადამიანს აძლევს საშუალებას უფრო მეტს მიაწვდინოს ხმა, უდიდესი პასუხისმგებლობაა. თანამებრძოლის ნდობა, მოგაბაროს ნივთი, რომლის მეშვეობით ის საუბრობს, ყველაზე დიდი ნდობაა.
ამ მსვლელობის დროს სულ ვფიქრობ: ჩვენ ამ წინააღმდეგობაში მხოლოდ ქართულ ოცნებას კი არ ვუპირისპირდებით, არამედ არამედ მთელს სისტემას, იმას რაც ლამის 35 წელია ამ ქვეყანას ისეთი წინსვლის შესაძლებლობას არ აძლევს რასაც ვიმსახურებთ. ეს სისტემა დგას სხვა ადამიანის ხმის ჩახშობაზე, გაჩუმებაზე, არ მოსმენაზე, წინ გადადგომაზე, დასწრებაზე, ასეთ რაღაცეებზე, სადაც მთავარი არა საერთო სარგებელი, არამედ ინდივიდუალური გამორჩენაა.
ამის საპირისპიროდ ჩვენ გვინდა შევქმნათ ახალი საქართველო, ჩვენ მოვითხოვთ ახალ საქართველოს:
– რომელშიც ყველას ექნება საშუალება ხელი მიუწვდებოდეს საერთო სიკეთეებზე;
– სადაც ერთმანეთს კი არ გავრიყავთ, არამედ ერთად ვიმუშავებთ საზოგადოების განვითარებაზე;
– სადაც ერთმანეთის განადგურებაზე კი არ ვიფიქრებთ, არამედ შეთანხმებაზე და კონსენსუსზე;
– სადაც არა ერთი მუჭა ადამიანები კი არა, არამედ თითოეული ჩვენგანი, ყველა თანასწორად გადავწყვეტთ იმას, როგორი უნდა იყოს მომავალი;
– სადაც ერთმანეთს მიკროფონს მივაწოდებთ, რომ საკუთარი სათქმელი ყველას გააგონოს.
მეგაფონის ტარება ჩემთვის ამ პროგრამის მეტაფორაა და ვფიქრობ, ის შესანიშნავი მეტაფორაა.
შეიძლება იყოს 4 ადამიანი, ბრბო and ტექსტი გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მალერის “აღდგომა” შესრულდა
ახალი ამბები

წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მალერის “აღდგომა” შესრულდა

13:44 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved