• რეკლამა
  • კონტაქტი
11:35, სამშაბათი, 16 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„წუ­ხელ არ მე­ძი­ნა, მთე­ლი ღამე – ვკი­თხუ­ლობ­დი და­გე­ში­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გზავ­ნი­ლებს…“ – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
11:52 03-16-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,124

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მწე­რალ გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბის ფონდმა და­ა­ფუძნა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, მარო მა­ყაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ახა­ლი სტი­პენ­დია, რო­მელ­საც პირ­ვე­ლი მი­ი­ღებს 16 წლის სა­ლო­მე კენ­ჭი­აშ­ვი­ლი, 7-8 მარ­ტის აქ­ცი­ე­ბის ერთ-ერთი სიმ­ბო­ლო, რო­გორც მას ეძა­ხი­ან “წყლის ჭავლზე მო­ცეკ­ვა­ვე გო­გო­ნა”. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა გა­აკ­რი­ტი­კა. ამის თა­ო­ბა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე ახალ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს:

“როცა შო­რი­დან ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, მიკ­ვირ­და, იმ დიდი ეროვ­ნუ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბის ფონ­ზე, სულ ორ წე­ლი­წად­ში, რო­გორ მო­ხერ­ხდა, რომ ია­რა­ღი ავი­ღეთ და ერ­თმა­ნეთს და­ვუ­მიზ­ნეთ. დღეს აღარ მიკ­ვირს. იო­ლად მი­სახ­ვედ­რია. უმუხ­რუ­ჭო სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­მოვ­დე­ქით – სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლი მე­ო­რე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის გა­უქ­მე­ბის მიზ­ნით. ლი­ბე­რა­ლიც და არა­ლი­ბე­რა­ლიც, მორ­წმუ­ნეც და ურ­წმუ­ნოც. ყვე­ლა­ფერს ვი­კად­რებთ, ოღონდ ვინ­მეს ვა­ა­მოთ, ოღონდ “ად­გი­ლი” შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ – რე­ა­ლუ­რი ან ვირ­ტუ­ა­ლუ­რი. ეს დღე­ე­ბი ქეთი დუმ­ბა­ძე­საც ვწერ­დი და სხვებ­საც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა აზ­რზე იდ­გნენ და მკვეთ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო თუ არა ეს კონ­კრე­ტუ­ლი აზრი ჩე­მის­გან, მგო­ნია, რომ ადა­მი­ა­ნი გან­საც­დელ­ში არ უნდა მი­ა­ტო­ვო, მით უფრო თუ წარ­სუ­ლი გა­კავ­ში­რებს და მა­ში­ნაც, არა­ფე­რი რომ არ გა­კავ­ში­რებ­დეს. ასე ვცხოვ­რობ­დი სულ და რაც დამ­რჩე­ნია, ასე ვი­ცხოვ­რებ, რა­საც უნდა მკარ­ნა­ხობ­დეს კო­ნი­უქ­ტუ­რა – ვიწ­რო თუ ზო­გა­დი.

წუ­ხელ არ მე­ძი­ნა, მთე­ლი ღამე – ვკი­თხუ­ლობ­დი და­გე­ში­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გზავ­ნი­ლებს ჩემ­ზე, დათო ტუ­რაშ­ვილ­ზე, სხვებ­ზე. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა­გა­ნაც უმ­რავ­ლესს მარო მა­ყაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ყურ­მოკ­ვრით სმე­ნია, გა­მარ­თულ ქარ­თულს ვერ აბა­მენ, პი­რი­დან მხო­ლოდ ღვარ­ძლი ამოს­დით და ახა­ლი თა­ო­ბის ჩაყ­ლაპ­ვის კრო­ნო­სუ­ლი გამ­ხე­ცე­ბუ­ლი ვნე­ბით არი­ან მო­ცუ­ლი, კად­რუ­ლობ­დნენ ყვე­ლა­ფერს, სა­დღაც და­ვა­ლე­ბუ­ლი და გა­ზე­პი­რე­ბუ­ლი ფრა­ზე­ბით. ამ ადა­მი­ა­ნებს მხარს უბამ­დნენ სა­სარ­გებ­ლო იდი­ო­ტე­ბიც. და და­ვი­ნა­ხე, თურ­მე რამ­დენს სდო­მე­ბია ჩემი სიკ­ვდი­ლი, რო­გორ უხა­რო­დათ ალ­ბათ მა­შინ ჩემი თით­ქმის ორ­წლი­ა­ნი წა­მე­ბა, სა­ჯა­რო სივ­რცი­დან გაქ­რო­ბა და სა­ი­ქი­ოს კარ­ზე მი­კა­კუ­ნე­ბა.და რა­ტომ? იმი­ტომ რომ ერთ შე­სა­ნიშ­ნავ, მხი­ა­რულ და ბე­ჯით გო­გოს სტი­პენ­დია და­ვუ­ნიშ­ნე და ეს გოგო მათ აზრს უპი­რის­პირ­დე­ბო­და? არა, ცხა­დია.

და­ვუ­ნიშ­ნე, იმი­ტომ რომ და­ვი­ნა­ხე, რო­გორ ვარ­ჯი­შობს და შრო­მობს სა­კუ­თა­რი მო­მავ­ლის­თვის, რო­გორ გა­მო­ხა­ტავს პო­ზი­ცი­ას, როცა სა­ჭი­როა და იქ­ნე­ბა ისე­თი მო­ქა­ლა­ქე, რო­გო­რიც მარო მა­ყაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და, იმ მტრის ტყვი­ას რომ არ მო­ეკ­ლა, რო­მელ­საც ზო­გი­ერ­თი ასე ცხა­დად თუ ფა­რუ­ლად ეტ­რფით. მარო მა­ყაშ­ვი­ლი საფ­ლავ­ში ბრუ­ნავ­სო – საფ­ლავ­ში იმ მტერ­მა ხომ არ ჩა­აწ­ვი­ნა, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად სძაგს ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი? სი­ნამ­დვი­ლე­ში, ხომ ყვე­ლამ უცხა­დე­სად იცით, რომ არც ეს გო­გოა არა­ფერ შუ­ა­ში და არც სტი­პენ­დია. ცალ­კე აღე­ბუ­ლი – მარო მა­ყაშ­ვი­ლის სტი­პენ­დია რომ და­მე­წე­სე­ბი­ნა – ტაშს და­უკ­რავ­დნენ. ვინ­მე, “ნე­იტ­რა­ლუ­რის­თვის” რომ მი­მე­ცა – ასე­ვე ტაშს. მა­შინ აღარ იქ­ნე­ბო­და პრობ­ლე­მა, რომ კერ­ძო, პა­ტა­რა ფონ­დი, ჩე­მი­ვე ჰო­ნო­რა­რე­ბი­დან და­ზო­გი­ლი ფუ­ლით მცი­რე ფი­ნან­სურ წა­ხა­ლი­სე­ბას უწე­სებს ახალ­გაზ­რდებს. ახლა არის. და ვი­ცით რა­ტო­მაც. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა ხვდე­ბა კი­დეც რა­საც წერს, ზო­გი­ერ­თი ვერ. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამ ქვე­ყა­ნას ვემ­სა­ხუ­რე. ამ ცხოვ­რე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი მე­გობ­რის სახ­ლში ჩა­სად­გმელ გაშ­ლილ ლო­გინ­ში მე­ძი­ნა, შეც­დო­მა მომ­სვლია უამ­რა­ვი, მაგ­რამ მათ­გან უმე­ტე­სი უნებ­ლიე და არა ავი გან­ზრახ­ვით, ვმუ­შა­ობ­დი დღე-ღა­მე­ში 20 სა­ა­თი, მა­ში­ნაც კი, როცა მხო­ლოდ სიკ­ვდი­ლი მინ­დო­და, ვგრძნობ­დი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბას და სა­კუ­თარ თავს მი­ვათ­რევ­დი სამ­სა­ხურ­ში, თუმ­ცა არას­დროს ამი­ღია სა­ხელ­მწი­ფოს­გან არც პრე­მია, არც ჯილ­დო, არც წა­ხა­ლი­სე­ბა ჩემი შრო­მის გამო – ამას ხაზ­გას­მით ვა­კე­თებ­დი და თუ დამ­ცალ­და, ასეც გა­ვაგ­რძე­ლებ.

ვერ­ცერთ გრანტს ვერ და­ძებ­ნით ჩემ­გან აღე­ბულს – განა იმი­ტომ რომ ცუ­დია, უბ­რა­ლოდ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­რი­მარ­თა ჩემი ცხოვ­რე­ბა. არას­დროს მი­ქია არ­ცერ­თი ხე­ლი­სუ­ფალი, ვერ­ცერთ დი­თირ­ამბს ვერ მო­ის­მენთ ვერ­ცერთ დრო­ში ჩემ­გან გას­რო­ლილს და ეს თა­ნაბ­რად აღი­ზი­ა­ნებ­და ყვე­ლას – “რო­გორ ხდე­ბა, რომ ეს კე­პ­კი­ა­ნი ბიჭი, ამ­დენ რა­მეს მო­ე­დე­ბა და თან არ მლიქ­ვნე­ლობს, არა­ვინ უდ­გას ზურ­გში და “ყვე­ლას უყ­ვარს”. ეს “ყვე­ლას უყ­ვარს”, ეს პო­პუ­ლა­რო­ბა არის ჩემი გა­ნა­ჩე­ნი და მთა­ვა­რი ბრა­ლი. უმ­ძი­მე­სი დეპ­რე­სია და შფოთვი­თი აშ­ლი­ლო­ბე­ბი გა­და­ვი­ტა­ნე, მათ­გან ერთს ახ­ლაც ვებ­რძვი, მთე­ლი ღა­მის უძი­ლო­ბის და შფოთვის ფონ­ზე, წერა ამ­წამ­საც მი­ჭირს (თავს არა­ვის ვა­ცო­დებ, ეს ჩემი არ­ჩე­ვა­ნია – მკა­ფიო და ზუს­ტი) და იო­ლად შე­მეძ­ლო, თბი­ლად ვმჯდა­რი­ყა­ვი სახ­ლში და ჩუ­მად მე­კე­თე­ბი­ნა ის არ­ცთუ ცოტა საქ­მე, რო­მელ­თაც ახლა არ ჩა­მოვ­თვლი – მშვე­ნივ­რად იცის მტერ­მაც და მოყ­ვა­რე­მაც. არ დავ­ჯე­ქი, იმი­ტომ რომ და­ვი­ნა­ხე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ამ ქვეყ­ნის­თვის რა­ღაც უკე­თე­ბია, ერთ მხა­რეს იდგა, მოყ­ვა­რე მოგ­ვი­წო­დებ­და და მტე­რი ხა­რობ­და. ად­ვი­ლი არ იყო ეს ჩემ­თვის – ბევ­რი რამ გა­დავ­ლა­ხე – სა­ზო­გა­დო თუ პი­როვ­ნუ­ლი. მერე, როცა და­ვი­ნა­ხე რომ უფ­რო­სი თა­ო­ბა ახალს აძა­გებ­და, ერთ-ერთს მათ­გან, და­ვუ­ნიშ­ნე სტი­პენ­დია, რო­გორც მხარ­და­ჭე­რის და თა­ნა­გან­ცდის ნი­შა­ნი, რომ მე მათ­თან ვარ იმ შეც­დო­მებ­თან და ღირ­სე­ბებ­თან ერ­თად, რა­საც ატა­რე­ბენ, რად­გან ისი­ნი არი­ან ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი და უნდა იცოდ­ნენ – სწავ­ლა, რწმე­ნა, შრო­მა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნდა იყოს მათი ლო­კო­მო­ტი­ვი.

და ამის კვა­ლად და­ვი­ნა­ხე სა­ხელ­წაშ­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ბრბო. დამ­შვიდ­დით მე­გობ­რე­ბო, მე პო­ლი­ტი­კა, ამ სი­ტყვის პო­პუ­ლა­რუ­ლი და პარ­ტი­უ­ლი გა­გე­ბით არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ეს ად­რეც მით­ქვამს, მშვიდ დროს და ახ­ლაც გა­ვი­მე­ო­რებ – სულ სხვა საქ­მე­ე­ბია ჩემი ვნე­ბა. არც რო­მე­ლი­მე ძა­ლის მომ­ხრე ვარ და რომ მდო­მე­ბო­და, ხელ­გაშ­ლი­ლი მე­პა­ტი­ჟე­ბო­და ყვე­ლა. როცა სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, მე ისევ ვი­ტყვი ხმა­მაღ­ლა სათ­ქმელს, როცა არ – გა­ვაგ­რძე­ლებ ჩემი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბას. ასე­თი ვარ. ასე­თი და­ვი­ბა­დე. სიმ­შვი­დე ვერ იბუ­დებს ჩემ­ში, თუმ­ცა ოდეს­მე ალ­ბათ დად­გე­ბა გან­რი­დე­ბის დრო. მა­ნამ­დე აქ ვარ, გძულ­ვართ თუ გიყ­ვარ­ვართ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი წევ­რი, თქვენ­თვის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის მხო­ლოდ უკე­თე­სის მსურ­ვე­ლი­გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი
ახალი ამბები

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი

15:07 09-15-2025
„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved