ცოტა ხნის წინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში, კომპანია “წყალი მარგებელის” საწარმოს თანამშრომლები გაიფიცნენ.
ისინი უარს აცხადებენ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს იქამდე, ვიდრე კომპანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. აპროტესტებენ დაბალ ხელფასებსა და სამუშაო პირობებს.
კომპანია “წყალი მარგებელის” სავაჭრო ბრენდებია მინერალური წყალი “ნაბეღლავი”, წყაროს წყალი “ბახმარო” და “ჯეო ნატურა”, ენერგეტიკული სასმელი “ბუღა”, ასევე არაალკოჰოლური სასმელების ბრენდი “რაუხი”.
ცნობისთვის, გაფიცულები არიან “ბორჯომის” თანამშრომლებიც.
კომენტარები