ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე:
,,ეს ექიმი დათო ქოჩიაშვილია, 2008 წელს, ამ დროს გორის ჰოსპიტალში ერთ კოლეგას ჩუმად გადაუღია და თან მიაწერა – ცოტა ხნით დაჭრილების შემოყვანა შეწყდა და ჭიშკრისკენ იყურება, მისი შვილი რეზერვში იყო და სამაჩაბლოდან გიორგის გამოჩენას ელოდებაო…
გული ამიფეთქდა, ის დღეები გამახსენდა და გამახსენდა ისიც, ცეცხლმოდებულ გორში ჩემს ივიკოს რომ ვეძებდი, დათოს დავურეკე და სულ ერთი ფრაზით “დამამშვიდა”- კვაჭი, ნუ ნერვიულობ, ჩემი გიორგიც იქააო და მივხვდი, მეტს ვერაფერს ვკითხავდი … ამ ფოტოზე და საერთოდაც, დათო ექიმია, მამაც და ამ ქვეყნისთვის დაბადებული კაციც…
დათოსთან ერთად ომში წასვლა შეიძლება!!!
დათო ქოჩიაშვილი ჩემთვის მეგობარია, ჩემი ადამიანი და მიხარია მასთან ერთად რომ მივერეკები … ამ დღეებს!!“












კომენტარები