• რეკლამა
  • კონტაქტი
21:56, პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ცოტა არეული აქვს…” – ზარქუა გერმანიის ელჩის გაწვევას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
14:40 11-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
549

“ოცნების” დეპუტატს, ირაკლი ზარქუას სურს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის გაწვევის პროცედურა დაიწყოს.

„გერმანიის ელჩს ცოტა არეული აქვს თავისი უფლება-მოვალეობები. მგონია, რომ ის რაღაც დაბნეული და დაკარგულია თავის ფუნქცია-მოვალეობებში. მივმართავდი ბატონ ფიშერს, კარგად გაიაზროს თავისი უფლება-მოვალეობები. მგონია, რომ ამ ტონალობაში დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლებას არ უნდა ელაპარაკო, მითუმეტეს თქვენ, რომელიც დაგნიშნეს, ლეგიტიმაციაც გაქვთ თუ არა, ესეც არ ვიცი, იმიტომ, რომ დაიშალა ის მთავრობა, ვინც თქვენ დაგნიშნათ. თქვენ იმდენს ბედავთ, რომ შედიხართ პოლემიკაში და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ. რაც შეეხება ეკონომიკის მიმართულებით, მაინც რომ იცოდეთ, ეტყობა ეს ნიუანსი გამოგრჩათ, სწორედ თქვენმა მეზობლებმა, აღმოსავლეთ ევროპიდან გადაასწრეს საქართველოს, მაგალითად, რუსეთთან ვაჭრობაში, ღვინის მიმართულებით. იხილეთ ლატვია და სხვა ქვეყნები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ორმაგი სტანდარტია. თქვენ თუ რადიკალების მომხრე ხართ, თქვენთვის შეინახეთ, თქვენს მანდატს ეს არ შეეფერება. მინდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართო, იქნებ დაინტერესდეს ამ ელჩის აქ მოღვაწეობით. ვისურვებდი, რომ საერთოდ დავიწყოთ ამ ელჩის გაწვევის პროცედურა იმიტომ, რომ ის არ შეესაბამება იმ მანდატს, რა მანდატითაც აქ არის. არ მგონია, რომ მან შეძლოს გერმანელი და ქართველი ხალხის ურთიერთობაში რამე პოზიტიურის შეტანა. პირიქით, მგონია, რომ ის ახლა მავნებლობს. არ ვიცი, რა დაკვეთა აქვს. ფაქტობრივად, იგივე „როთი 2“- ია. მინდა ამ „როთებს“ მივმართო: ის მთავრობა, რომელმაც თქვენ დაგნიშნათ, ჩამოშლილია. შოლცის მთავრობა, კოალიცია დაინგრა. თქვენ ლეგიტიმაცია არ გაქვთ და ამ ტონალობაში რომ ელაპარაკებით 54%-ით არჩეულ მთავრობას, ამას არ გაგიტარებთ! მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ახალ მინისტრს, ალბათ, ვთხოვ ამ პერსონით დაინტერესდეს, თუ რასთან გვაქვს საქმე. გერმანიის ელჩი თავისი განცხადებებით და ქმედებებით ელჩის მანდატს არ შეესაბამება“, – განაცხადა ზარქუამ.

გერმანიის ელჩმა, bm.ge-ის გადაცემაში “საქმიანი დილა” საქართველოსა და EU-ს ურთიერთობებზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved