• რეკლამა
  • კონტაქტი
09:20, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ცოლმა პროვოკაცია რომ ვერ მოუწყო, ადგა და მოუგონა! ეტაკნენ და აყურყუტეს ციხეში! – რა დღე დაგვიყენა ლიბერალ-ფემინისტებმა”

ალია ავტორი - ალია
18:29 09-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

მაია დვალიძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“ე.ი. რა დღე დაგვიყენა ლიბერალ-ფემინისტურმა დღის წესრიგმა!..

მიჯღაბნის “ცოლი” 2 სიტყვას “ჩემმა ქმარმა მომაყენა ფსიქოლოგიური ტანჯვაო” და კაცებს უშვებენ ეგრევე ციხეში! ამ დღეებში კი უპრეცენდენტო ამბავი მოხდა!

ჩემი მეგობარი წლებია განიცდის მართლაც დევნას (!!!) ქვეყანაში არსებული ლიბერალური სისტემისგან, რაც ენით აღუწერელი და მეტ წილად დაუჯერებელი ფაქტებითაა გაჯერებული!..ეს ადამიანი რამდენიმე წელია თავდაუზოგავად იცავს თავს, იბრძვის თავის მხრივ სამართლიანობისთვის და როგორც იქნა რაღაც დადებით შედეგამდე მივიდა, მაგრამ არ გეგონოთ დაუმთავრდა ტანჯვა-წამება კონკრეტული საქმის მოგებით, მას დიდი ბრძოლები აქვს წინ და საზოგადოების მხარდაჭერის დიდი იმედი მაქვს!

გიგი ძლიერი ადამიანია, თან უფლის წყალობით აქვს საშუალება და შეუძლებელი შეძლო ფინანსურადაც და მორალურადაც, და რა დღეშია ის, ვისაც მაგდენი არ შეუძლია?!

უამრავი მამაკაცი ე.წ. “ცოლების” მიერ ცრუ დასმენებით ციხეებში სხედან, წლობით! გიგის გაუმართლა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კამერამ დააფიქსირა ყველაფერი და შეძლო დაემტკიცებინა, რომ მის წინააღმდეგ ცრუ დასმენას ჰქონდა ადგილი! ოღონდ ამას 2 წელი დასჭირდა!!!! მაშინ ისეთი პერიოდი იყო, თვეები კი არა და მაგ დროისთვის, უკვე წლები, ედავებოდა მისი ყოფილი ცოლი ქონებას და ეს ძალიან ფრთხილად იყო პროვოკაციებზე რომ არ წამოგებულიყო..

და ამ ძვირფასმა ცოლმა, პროვოკაცია რომ ვერ მოუწყო, ადგა და მოუგონა! ცრუ დასმენა განახორციელა და კითხვაც კი არ გასჩენია არავის, ისე ეტაკნენ გიგის და დაიჭირეს იმ დღესვე! აყურყუტეს ციხეში! ერთი წამით არ გაუთვალისწინებიათ, რომ მას აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, წლებია გადის მკურნალობის კურსს და სულ წუთებში და წამებში აქვს გაწერილი ე.წ. “რეაბილიტაციის კალენდარი” მთელი წლით!

გამოტოვა 1 კურსი, რის შედეგადაც ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დაუმძიმდა…მოკლედ, ამ ვაკჰანალიაში გიგის უშველა კამერების ჩანაწერებმა, მისმა მებრძოლმა ხასიათმა და ფულმა, რომ მაღალი დონის ადვოკატები დაექირავდბინა!

4 ადვოკატი იცავდა მის ინტერესებს, ოთხი! ეს ორწლიანი პროცესი, ანუ 3 წუთიანი ვიდეოს განხილვა, ამ ადამიანს დაუჯდა კოლოსალური თანხა! გიგი უცხოეთში ცხოვრობს და ჯერ მარტო სასამართლო პროცესებისთვის თუ ჯანმრთელობის სარეაბილიტაციო პროცედურებისთვის გადაფრენა-გადმოფრენა წარმოიდგინეთ რა დაჯდებოდა…

მოკლედ, ეს პოსტი მცირე ნაწილია, ამ დიდი ისტორიისა…ვზივარ და ვფიქრობ, ერთის მხრივ, ნეტა გიგის საქმე როგორ განვითარდება და თუ მიაღწევს ის სრულ გამარჯვებას, რადგან პარარელურ რეჟიმში, ყოფილ მეუღლესთან დაკავშირებით რამდენიმე სასამართლო და საგამოძიებო პროცესი მიდინარეობს.. დიახ, არ მოგჩვენებიათ, რაც მოვყევი, მცირე ნაწილია “დიდი დასმენებისა” და ძალოვანების მხრიდან საკუთარი უფლება-მოსილების გადამეტება-დარღვევა თუ სავარაუდო კორუფციული გარიგებებისა…

ჩემი შეხედულებით, ერთი, რაც შეიძლება უტყუარად ითქვას, არის ის, რომ გიგის ებრძვის სახელმწიფო, თავისი მახინჯი იდეოლოგიით! იდეოლოგიით, რომელიც პირდაპირ მიმართულია ოჯახების ნგრევის წახალისება-ხელშეწყობისკენ და ქართველი მამაკაცის სრული დაკნინება-ტერორისკენ! რამდენი მამაკაცია, რომელიც “ოჯახური ძალადობის” მუხლით ზის ციხეში და ვერ ამტკიცებს თავის სიმართლეს??? და რას ველით ასეთი შეურაცხყოფილი მამაკაცებისგან, ციხეებიდან სრულყოფილები დაგვიბრუნდებიან და ბედნიერად გააგრძელებენ ცხოვრებას?!

ყველაზე წარმოუდგენელი, რაც შეიძლებოდა დაგვმართვნოდა ქართველებს “ოჯახური ძალადობაა”!”ქალზე ძალადობა” ერში, რომელიც აღიარებულია დედაღვთიმშობლის წილხვდომად?!!!”ქალზე ძალადობა” ერში, რომელსაც ყველაზე ძვირფასი რაც ებადა ქალის და ოჯახის სიწმინდეა?!ამას გვეჩიჩინებიან და გვაჯერებენ, ისევ ჩვენივე, სხვადასხვა მიზეზით, მათგან ადვილად გადაგვარებული ე.წ. ქალებით..ამ გადაგვარების მიზეზს კი ისევ სახელმწიფო სტრუქტურები ქმნიან გადაგვარებული განათლების სისტემიდან დაწყებული, მედია სივრცის ამორალურობის წახალისებით, ქართული კულტურის მიზანმიმართული მოშლით, გაუპატიურებული ეკონომიკით და სხვა მრავალით…”

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved